მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: “არასდროს მიოცნებია, რომ ოდესმე “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გავხდებოდი”

მესი: “არასდროს მიოცნებია, რომ ოდესმე “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გავხდებოდი”

სულ რამდენიმე დღის წინ ლიონელ მესი “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თავად არგენტინელმა ფეხბურთელმა.

 

“ძალიან გახარებული ვარ. არასდროს მიოცნებია, რომ ოდესმე “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გავხდებოდი. იცით, სიმართლე გითხრათ, ვერ გამოვყოფ საუკეთესოს ან ყველაზე ღირებულ გოლს. ისინი ყველა განსაკუთრებულები და მნიშვნელოვნებია.”

 

“ყოველთვის მინდოდა, რომ სათანადოდ გადამეხადა მადლობა “ბარსელონასთვის” იმის გამო, რაც მან ჩემთვის გააკეთა. ამაყი ვარ, რომ ამ კლუბის ისტორიის ნაწილი გავხდი, მაგრამ ვერასდროს მივაღწევდი ამას ჩემი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე.”- განაცხადა მესიმ არგენტინულ Ole-სთან ინტერვიუში.

 

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში ლიონელ მესიმ სამჯერ აიღო “გრანადას” კარი და დაამხო სესარ როდრიგესის რეკორდი. ამჟამად არგენტინელის ანგარიშზე ოფიციალურ მატჩებში გატანილი 234 გოლია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში