მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მე არ მჯეროდა ღმერთის, სანამ შენ არ გნახე”

“მე არ მჯეროდა ღმერთის, სანამ შენ არ გნახე”

ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ეს უდავოა, მაგრამ ამავდროულად ლეო გულშემატკივრების რჩეულიცაა. პრინციპში იქნება, რა თქმა უნდა. მას ხომ ყოველ კვირას უდიდესი სიხარული მოაქვს თავისი ქომაგებისა და ფეხბურთის მოყვარულებისთვის. ის დგამს სპექტაკლებს, სადაც მთავარ როლს თავად ასრულებს. ის შეუძლებელს შესაძლებლად აქცსვს და ამ ყველაფერს იმდენად მარტივად და ლამაზად აკეთებს, რომ მაყურებლებს გაოგნებულს ტოვებს.

 

მესის სასწაულებრივი თამაში არასდროს რჩება გამოხმაურების გარეშე. ყოველ მატჩზე ქომაგები მის სახელს სკანდირებენ და უდიდეს სიყვარულს გამოხატავენ მის მიმართ, თუმცა გუშინ “კამპ ნოუზე” მისულმა გულშემატკივარმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გოგონამ ტრიბუნაზე პლაკატი გამოფინა ასეთი წარწერით: “მესი, მე არ მჯეროდა ღმერთის, სანამ შენ არ გნახე.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში