მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”-“გრანადა”. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი

“ბარსელონა”-“გრანადა”. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი

ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის ფარგლებში “კამპ ნოუმ” ანდალუსიურ “გრანადას” უმასპინძლა.

 

საერთო ჯამში თამაში იმაზე საინტერესო გამოდგა, ვიდრე ველოდით. მატჩის მე-4 წუთზე მასპინძლები ჩავიმ დააწინაურა, ხოლო 17-ე წუთზე მესიმ უპირატესობა უფრო მყარი გახადა. მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა, როცა სტუმრებმა საჯარიმო დარტყმის შესრულების შემდეგ ვალდესსი კარი აიღეს, ხოლო ოდნავ მოგვიანებით მათთვის სასარგებლო პენალტსაც გამოკრეს ხელი და მისი რეალიზება მოახდინეს. ანგარიშის გათანაბრებამ და სიტუაციის მოულოდნელად შეცვლამ არ დააბნია კატალონიელები. მესიმ მალევე მოახერხა მატჩში თავისი რიგით მეორე გოლის გატანა, რომელიც სხვათაშორის ისტორიული გახდა. 233-ე გოლმა ლიონელ მესი “ბარსელონას” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად აქცია.

მასპინძელთა მხრიდან მეოთხე გოლი შეცვლაზე შემოსულმა კრისტიან ტელომ გაიტანა, რასაც მესის კიდევ ერთი შედევრი მოჰყვა – 5:2. 89-ე წუთზე სტუმრების სასარგებლოდ კვლავ დაინიშნა პენალტი, რომელიც ამჯერადაც იქცა გოლად. საბოლოო ჯამში “ბარსელონამ” უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა და მადრიდის “რეალთან” სხვაობა დროებით, ან ვინ იცის, იქნებ დიდი ხნით 5 ქულამდე შეამცირა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში