მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი “ბარსელონას” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია

მესი “ბარსელონას” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია

ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის ფარგლებში, “გრანადასთან” მატჩში გატანილი სამი გოლის წყალობით, ლიონელ მესი “ბარსელონას” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

 

17-ე, 67-ე და 86-ე წუთებზე გატანილი გოლები, ლიონელის საკლუბო კარიერაში ჩატარებულ 314 ოფიციალურ შეხვედრაში რიგით 232-ე, 233-ე და 234-ე გამოდგა. ამ მაჩვენებლით მან ახალი რეკორდი დაამყარა. აქამდე კატალონიელთა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად ითვლებოდა სესარ როდრიგესი, რომლის ანგარიშზეც ოფიციალურ მატჩებში გატანილი 232 გოლი იყო.

 

ლიონელ მესი, რომელიც ჯერ მხოლოდ 24 წლისაა, უკვე “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. გუშინ შესრულებული ჰეთ-თრიკი 12-ე იყო მის კარიერაში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში