ხერარდ პიკე: “გუნდი ძალიან მოტივირებულია და სწორ გზას ადგას, დიდებული ფეხბურთი ვაჩვენეთ. ძალიან მაღალ დონეზე ვასპარეზობთ, რაც აისახება სხვადასხვა ტურნირებზე. რთული იყო მატჩის ბედის შემოტრიალება, მაგრამ ეს მოვახერხეთ. სამწუხაროდ, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული გავხდებით თუ არა ჩემპიონები. მსაჯი ინტენსიურად ნიშნავდა ჯარიმებს და მან ორი პენალტი დადო ჩვენს კარში. თავიდან მართლაც არ ვიყავი ფორმაში, მაგრამ ახლა მთლიანად კონცენტრირებული ვარ ვარჯიშებსა და მატჩებზე. “ბარსაში” თამაში ნიშნავს, რომ გამადიდებელი შუშით გაკვირდება ყველა. ჩემი საქმეა გავიდე მოედანზე და ყველაფერი გავიღო. ყოველ წელს უნდა გააუმჯობესო გამოსვლა, რათა დაიმსახურო ამ კლუბში თამაში. პატივია ჩემთვის პეპ გვარდიოლას სიტყვები, როდესაც თქვა, რომ მანამ არ გამიშვებენ გუნდიდან, სანამ თვითონ არ მოვინდომებ”.
“ინდივიდუალურად ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ აქ თამაშით, მაგრამ თამაშის უამრავი ასპექტი უნდა გავაუმჯობესო, განსაკუთრებით მეორე სართულზე ორთაბრძოლები. ძლიერი უნდა ვიყო”.
“დიდი სიამოვნებაა, რომ ერთი თაობის წარმომადგენლები ვართ მე და ლეო. მჯერა, რომ ის მსოფლიოს ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშეა. იღბლიანი ვარ, რადგან მასთან ერთად ვარ გუნდში, ეს პრივილეგიაა. მნიშვნელობა არ აქვს სიცივეა თუ სიცხე, ის მუდამ ამტკიცებს, რომ საუკეთესოა”.
ვიქტორ ვალდესი: “მესი თავის ერას შექმნის. ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება”.
კრისტიან ტელო: “მესი ისეთივე ადამიანია მოედნის მიღმა, როგორიც მის ფარგლებს შიგნით. არავისგან გამორჩეული და კომუნიკაბელური. სიმართლე ვთქვათ, “გრანადამ” ძალიან დიდი პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ მატჩი გავაკონტროლეთ. ახლა ისღა დაგვრჩენია მადრიდის “რეალს” დაველოდოთ”.
ისააკ კუენკა: “ჩვენ უფრო მეტი გოლი გავიტანეთ და გავიმარჯვეთ. ჩინებულად ვგრძნობ თავს. ლა ლიგის მოგება ურთულესია, მაგრამ გავაგრძელებთ ასევე მუშაობას. ლეო მესი გასაოცარია, საუკეთესოა მსოფლიოში და დღითიდღე უმჯობესდება. ჩემი აზრით, ყველა დროის საუკეთესოა. უამრავი წელი უნდა ელოდო, რომ კიდევ გამოჩნდეს მესისნაირად მოასპარეზე ფეხბურთელი, ჩვენ უბრალოდ ვტკბებით მისი ყურებით”.

