მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის რეკორდული მაჩვენებელი

მესის რეკორდული მაჩვენებელი

არგენტინელი კიდევ ერთი რეკორდით ამთავრებს თვეს. 19 თებერვლიდან 13 მარტამდე 6 თამაშში 13 გოლი შეაგდო. მისი გოლეადა პოკერით დაიწყო “ვალენსიას” წინააღმდეგ მატჩში (5:1), შემდეგი მსხვერპლი “ატლეტიკო” გახლდათ (1:2), დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა “სპორტინგთან” შეხვედრა და დაბრუნებულმა 5 გოლი შეუგდო ლევერკუზენის “ბაიერს” (7:1), ამის შემდეგ “რასინგს” დუბლი შეუსრულა და ბოლოს შედევრი შემოგვთავაზა “სანჩეს პისხუანზე” “სევილიასთან” (0:2).

 

“ბარსელონას” გარნდა “რწყილმა” ჰეთ-თრიქი შეასრულა ეროვნულ გუნდშიც. მარტში არგენტინელმა 8 გოლი გაიტანა, რაც პირადი რეკორდის გამეორებაა. შეგახსენებთ, რომ კიდევ 13 დღეა დარჩენილი მარტის ამოწურვამდე და სამგზის საუკეთესო ფეხბურთელს საშუალება აქვს რეკორდი გააუმჯობესოს. ასევე 8 გოლი გაიტანა ლეომ სექტემბერში. 

 

51 გოლი სეზონის დასაწყისიდან  

 

მესიმ ამ სეზონში უკვე 51 გოლს მოუყარა თავი. ეს მისი საუკეთესო გარბენია. ლეო წლიდან წლამდე აუმჯობესებს შედეგებს: 2007/2008 წელს მან 16 გოლი გაიტანა მთელ სეზონში, 2008/2009-ში – 38, 2009/2010-ში – 47 და 2010/2011-ში – 53 გოლი. 

 

ლიონელ მესი ასევე ახლოსაა სესარ როდრიგესის რეკორდთან “ბარსელონას” ყველა დროის საუკეთესო გამტანი ოფიციალურ მატჩებში. მესიმ “სევილიას” თავისი 150-ე გოლი გაუტანა და მხოლოდ 4 გოლი აშორებს საუკეთესო ბომბარდირობამდე. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში