საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა მხარდაჭერა გამოუცხადა ”ბარსელონას” ფეხბურთელს, ერიკ აბიდალს, რომელსაც ღვიძლის გადანეგრგვის ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს.
”ასეთ მომენტებში ბევრი საუბარი საჭირო არ არის. ეს სამწუხარო ამბავია ერიკისთვის. ასევე ეს ძალიან სამწუხარო სიახლეა საფრანგეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის და ჩემთვის. ეს უკვე ფეხბურთს მიღმა გადის. იმედი მაქვს, რომ ის კვლავ შეძლებს ძალების მოკრებას და დაძლევს ამ რთულ პერიოდს. მასთან საუბარს ვაპირებ. ახლა შემიძლია განვაცხადო, რომ მისი მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე ჩემზე არაა დამოკიდებული. დღეს მე ადამიანზე ვფიქრობ, შემდეგ კი გავაკეთებთ არჩევანს, თუკი საჭირო იქნება” – ლორან ბლანის სიტყვებს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი ციტირებს.


