მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კმაყოფილი ხართ ხენჭისყრის შედეგებით?

კმაყოფილი ხართ ხენჭისყრის შედეგებით?

სულ რაღაც ერთი საათის წინ გაირკვა “ბარსელონას” მეტოქის ვინაობა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე. კატალონიელები “მილანს” დაუპირისპირდებიან.

 

მიმდინარე სეზონში გუნდები ერთმანეთს უკვე ორჯერ შეხვდნენ. ეს მოხდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. პირველი მატჩი, რომელიც “კამპ ნოუზე” გაიმართა, დასრულდა ფრედ, ანგარიშით 2:2, ხოლო გასვლით შეხვედრაში გამარჯვება “ბარსელონამ” მოიპოვა – 3:2. ამჯერად კატალონიელები პირველ თამაშს გასვლაზე, “სან სიროზე” ჩაატარებენ.

 

“ბარსა”-“მილანის” გარდა ასევე დაწყვილდნენ: “აპოელი”-“რეალი”, “მარსელი”-“ბაიერნი” და “ბენფიკა”-“ჩელსი”. თუ კატალონიელები ორი მატჩის ჯამში იტალიელებს დაამარცხებენ, მაშინ ისინი ნახევარ-ფინალში “ბენფიკა”-“ჩელსის” წყვილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი “ბარსელონას” ამ შემთხვევაშიც გასვლითი ექნება.

 

გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებისთვის დააჭირეთ ხელი ღილაკს – “გამოკითხვა” (კომენტარების გვერდით)

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • nelson semedo 2
    schedule 15 ივლ 2018, 23:58

    7იიიიიიიიიიიი