მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

უკვე ცნობილია იმ რვა გუნდის ვინაობა, ვინც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში იასპარზებს. ხვალ შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება ევროპის უმაღლესი საკლუბო ტურნირის 1/4 ფინალისა და 1/2 ფინალის კენჭისყრა.

 

მადრიდის “რეალი” და “ჩელსი” გახდნენ ის ბოლო გუნდები, ვინც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა. მოურინიოს გუნდმა ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 5:2 დაამარცხა მოსკოვის “ცსკ”, ხოლო “ლურჯებმა” არამარტო გაანეიტრალეს “ნაპოლის” უპირატესობა, არამედ თამაშის დამატებულ ტაიმში გამარჯვების გოლიც გაიტანეს – 4:1. 

 

ტურნირს ორი მთავარი ფავირიტი ჰყავს და შესაძლოა, რომ სწორედ ეს ორი გუნდი შეხვდეს ერთმანეთს “ალიანს არენაზე” 19 მაისს. “რეალი” და “ბარსელონა” ჯერ-ჯერობით აშკარად გამოირჩევიან სხვების ფონზე. არავის არ სურს, რომ კენჭისყრამ ლიგის თასის მოქმედი ჩემპიონი შეახვედროს. ეს უკვე ღიად განაცხადა “ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტმა, ფრანც ბეკენბაუერმა.

 

ზოგი მიიჩნევს, რომ “უეფას” შეუძლია, ისე მოაწყოს სატურნირო ცხრილი, რომ ესპანური კლუბები ერთმანეთს მხოლოდ ფინალში შეხვდნენ. ასეთი მატჩი გარანტი იქნებოდა უზარმაზარი შემოსავლისა და მსოფლიოს ინტერესისა. უნდა აღინიშნოს, რომ გუარდიოლასა და მოურინიოს ბოლო 10 დაპირისპირებაში 5-ჯერ გამარჯვებული გამოვიდა პეპი, ოთხჯერ გუნდები დაზავდნენ, ხოლო ერთხელ დამარცხდა “ბარსა” – ესპანეთის სამეფო თასის ფინალში.

 

გუარდიოლამ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მეტოქე, რომელთან შეხვედრასაც არ ისურვებდა არის “მილანი”, რომელმაც საკმაოდ ბევრი პრობლემები შეუქმნა კატალონიურ გრანდს ჯგუფურ ეტაპზე. თავის მხრივ “მილანსაც” არ სურს “ბარსასთან” დაპირისპირება, რაც უკვე განაცხადა მაქსი ლოპესმა, “ლურჯ-ბროწეულისფრების” ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც ზამთარში იტალიურ კლუბში გადაბარგდა.

 

ფავორიტების მეორე ეშელონში განიხილებიან “ბაიერნი” და “მილანი”, რომლებსაც ასევე შეგვიძლია, დავუმატოთ “ჩელსი”. ამ მეტოქეებთან გამკლავება ცხადია უფრო რთული იქნება, ვიდრე “ბენფიკასთან”, ან “მარსელთან”, თუმცა ხაზს მათაც ვერ გადავუსვამთ. ცხრილის ბოლოში სენსაციურად მოექცა “აპოელი”. ამ გუნდის ფეხბურთელები, მიუხედავად 1/4 ფინალური შედეგებისა, უკვე გმირები არიან.

 

ჩემპიონთა ლიგაში უკვე თითოეული მატჩი ფინალის ტოლფასია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში