დღეს დილით “ბარსელონას” ფეხბურთელებმა “კამპ ნოუზე” ვარჯიში გამართეს.
ვარჯიშს უამრავი სასურველი და არასასურველი სტუმარი დაესწრო. სასურველებს შორის იყვნენ ხიხონის “სპორტინგის” ყოფილი თავკაცი მანოლო პრესიადო და “ბარსელონას” ყოფილი ლეგენდარული ფეხბურთელი ედგარ დავიდსი. რაც შეეხება არასასურველ სტუმრებს, ისინი “უეფას” მიერ იყვნენ გამოგზავნილები. ალბათ ყველა თქვენთაგანი მიხვდა, რომ ევროპული ფეხბურთის უმაღლესი უწყების წარმომადგენლები ფეხბურთელებს დაუშვებელი პრეპარატების მოხმარებაზე შეამოწმებდნენ.
“უეფას” სამიზნეში ამჯერად ტიაგო, პედრო, კეიტა, ალვეში, მასკერანო, აბიდალი, ვალდესი, პიკე, პუიოლი და კუენკა მოექცნენ. ფეხბურთელებმა ე.წ. “დოპინგ” ტესტი ჩააბარეს. “უეფას” შემმოწმებლები ბოლოს “კამპ ნოუს” გასული წლის ოქტომბერში ეწვივნენ.



