მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკეს ბოიანი–პედრო ტანდემის შექმნა სურს

ლუის ენრიკეს ბოიანი–პედრო ტანდემის შექმნა სურს

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი პედრო როდრიგესი, მოექცა იტალიური “რომას” ინტერესის სფეროში. როგორც მოგეხსენებათ, დედაქალაქური გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკეა, რომელიც ადრეულ წლებში “ბარსაში” თამაშობდა კიდეც და დუბლების დამრიგებელიც იყო. ენრიკე 24 წლის ფორვარდის არენდით აყვანას ამაწლის ზაფხულში შეეცდება.

 

შეხსენება არც გინდათ, რომ “რომაში” უკვე გამოდის ერთ–ერთი “ლურჯ–ბროწეულისფერთა” აღზრდილი ბოიან კრკიჩი, რომელიც ასევე ლუის ენრიკემ წაიყვანა. როგორც ჩანს, ესპანელ ლეგენდას სურს ერთმანეთისთვის კარგად ცნობილი ფეხბურთელის ტანდემი შექმნას.

 

ამ სეზონში პედროს ტრავმები აწუხებს და ვერა და ვერ ჩადგა ჩვეულ ფორმაში. პლუს ამას, “ბლაუგრანამ” კიდევ ერთი თავდამსხმელი შეიძინა ალექსის სანჩესის სახით და ეს ორმაგად ურთულებს როდრიგესს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის საქმეს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში