ლიონელ მესი გუნდის პრესკოფნერენციაზე ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ხვალ ესპანეთის თასის ფინალი ელის, არგენტინელმა, ძირითადად, რა თქმა უნდა, “ლივერპულთან” განცდილ კრახზე ისაუბრა.
“მშვიდად ვართ. წინ მნიშვნელოვანი თამაში გველის. ამ მატჩს მნიშვნელობას ის სძენს, რომ ესპანეთის თასის მოგება შეგვიძლია.
“ლივერპულისგან” ძალიან ძლიერი დარტყმა მივიღეთ. ასეთი რამის შემდეგ ფეხზე წამოდგომა რთულია, რაც ჩვენ მომდევნო შეხვედრებშიც დაგვეტყო. ეს ნამდვილად რთული იყო.
ვალვერდეს ბევრი კრიტიკა არ მესმის. ნამდვილად მჯერა, რომ მან შესანიშნავი სამუშაო გასწია და “ლივერპულთან” მომხდარი მისი ბრალი არაა. ეს ჩვენი ბრალია. თამაში ფეხბურთელებმა ჩავაგდეთ.
მინდა, რომ ვალვერდე დარჩეს. წინა სეზონში დუბლი მოვიგეთ და ამის გამეორება ახლაც შეგვიძლია.
“ოქროს ბუცზე” არ ვფიქრობ. ლივერპულში მომხდარის შემდეგ გონს ბოლომდე ჯერ ვერ მოვეგე და პირად მიღწევებზე არ ვფიქრობ. უბრალოდ მინდა, რომ სეზონი ტიტულით დავასრულოთ.
“ლივერპულთან” თამაში არ განმიხილავს, მაგრამ რაც მახსოვს, არის ის, რომ “რომასთან” მატჩს ძალიან ჰგავდა.
კლუბისთვის დუბლი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ლივერპულში მომხდარმა წელი გააფერმკრთალა.
“ბარსელონაში” ჩემი დარჩენის სურვილი არ გამნელებია. ეროვნულ გუნდში პრობლემები მქონდა და ისევ მინდა ნაკრებთან ერთად რამე მოვიგო. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას ჩემი აქ დარჩენის სურვილზე არ უმოქმედია.
ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიღმა დარჩენის გამო ბოდიში უნდა მოვიხადოთ.
ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ჩემი გადასაწყვეტი არაა, იქნება თუ არა გუნდში ცვლილებები.
წინ ფინალი გველის და მისი წაგება არანაკლებ იმედგაცრუებულებს დაგვტოვებს, ვიდრე ახლა ვართ.
ფიზიკურად თავს უკეთ ვგრძნობ. დისკომფორტი იანვრიდან მოყოლებული მაწუხებს, მაგრამ მისი კონტროლი შევძელი და სათამაშოდ ყოველთვის მზად ვარ.
შეცდომა არ უნდა დავუშვათ და “ვალენსიასთან” მატჩს ნაკლებად მოტივირებულები არ უნდა შევხვდეთ. მოედანზე უნდა გავიდეთ და ბოლომდე დავიხარჯოთ.
“ლივერპულთან” მარცხი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წაგებისგან განსხვავდებოდა. თუმცა, 3-ბურთიანი უპირატესობის განიავება და მოულოდნელად გამოვარდნა მაინც ძალიან ძნელი იყო.
გრიზმანი? სავარაუდო ტრანსფერებზე არ ვფიქრობ.
არტურო ვიდალს შესანიშნავი სადებიუტო სეზონი აქვს. ის ძალიან გვეხმარებოდა როგორც სასტარტო შემადგენლობაში ყოფნის დროს, ასევე შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ. მას შესაშური შემართება აქვს როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ.”
რამის დაწერამდე გაიხსენეთ მთელი სეზონი მესიმ ათრია გუნდი.
99% თამაშებს ყიდიან და რამიზეზით გააგდონ ვალვერდე ნუ ჩემიაზრით ერთი ბანდაა აჩკარიკა ცხვირა მესი და რამოდენიმე ფეხბურთელი ლიდერები რაა ეხლა ნუ გამოხტებით და იტყვით არ ყიდიან და მესი არაა საქმის ყურშიო თუ ყიდიან რაშიც 99% დარწმუნებული ვარ მესი საქმის ყურშია უეჭველი ჯერ იმიტო რო კაპიტანი და ამხელა ლიდეტია და მრორე იმიტომ რო შეიძლება გაყიდო თამაში და თუ მესის არ შეუთანხმე მარტომ მოიგოს და დაგღუპოს დაგაქციოს
ერთი ფაქტიაა. ბარსელონას თამაშებს ნაყურებლები მოაკლდება. რომ ვთქვა რომ ვსიოო არცერთ მატჩს აღარ ვუყურებთქო არა მაგრამ იმხელა იმედი და ინტერესი არ მექნება ასეთი ფეხბურთის გამო. სანამ ვალვერდე არ წავა მანამდე ძაან ცუდი სანახავი იქნება ბარსელონა. არც ახალგაზრდების გადმოსვლას ექნება აზრი. მოკლედ წინ უარესი წლები გველოდება
ორი წელია თამაშებს ყიდიან ვერავინ დამაჯერებს რომმ … ეს მეორედ დაემრთოს გუნდს და ის მწვრთნელი არ გააგდონ 😀
ძალიან გავდა რომასთან მატჩსო?!?!?!?!
რა ნამიოკია, ბართომ გაყიდა ანუ?!?!?!და ვალვერდესაც დაავალეს?!?!?!
Vამბობდი სამარცხვინო გუნდი გავხდებით ვალვერდეს ხელშითქო მაგრამ მაშინ ფეხბურთს ვგულისხმობდი და აქ კიდევ უფრო სამარცხვინო რაღაც ხდება ტოო აზრზე ხარ ტიპებმა რა იკისრეს? მესის ავტორიტეტი გამოიყენეს რომ ფანები ცოტა დაწყნარებულიყვნენ აი მაგარი სამარცხვინო ფაქტია მთლიანი კლუბის მხრიდან და როგორც მინიმუმ უპატივცემულობა კულეების მიმართ…ვალვერდეზე უთავმოყვარეო მწვრთნელი კი არა ადამიანიც არ მინახია ფანების 90% და მეტი რომ გეუბნება წაეთრიეო უნდა ადგე და წახვიდე ესეთი ძნელია? ვალვერდეს დარჩენა ავტომატურად ნისშნავს (დემბელეს კოუტინიოს არტურის სემედუს დეიონგის) და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარიერის დასამარებას…ფეხბურთელების მომავალი თუ ამათთვის მეორე ხარისხოვანია ვიდრე ვიღაც ფარჩაკი მწვრთნელი მაშინ რაღაა სალაპარაკო…წადი ვალვერდე გაიყოლე ბარტრომეუ და შენი ხარახურა ფეხბურთელები სანამ ბოლომდე გაიბანძე თავი ფანების თვალში)00
ვალვერდეს დარჩენა ფანების შეურაცხყოფა იქნება, ამ ყველაფრის შემდეგ რატომ უნდს გაწვრთნას მაგ ადამიანმა ბარსელონა? მაგის სვარკა ტაქტიკა არ კმაროდა და ყოველ წელს ვიღაც გვარცხვენს, მომდევნო სეზონში კვლავ ვიღაც გაგვაპაზორებს და მორჩება ზღაპარი. ცალკე დე იონგს და სხვა ტალანტებს გააფუჭებს, მესის ასაკი ემატება და კარგად მეყოლე. ამ დონის იგროკი გვყავდეს და პიტალო მწვრთნელებით აუნაქსოებდა, ბართომეუს და მისი ბანდის ყველაფერი მოვხან მე.
AR vici ukve Ra vifiqro. Erti ram cxadia fexburtelebma matchi chaagdes . Amas ro aghiarrbs dasafasebelia. Magram AR vici gasagdebia mainc valiko mgonia.vinc AR unda moiyvanon faqtia zaan gauchirdeba
ნამდვილი ფანების ნამდვილი სახე!