ალბა: “ეს ძალიან კარგი შედეგია”

ალბა: “ეს ძალიან კარგი შედეგია”

“ბარსელონას” ესპანელმა მცველმა, ჟორდი ალბამ, “მანჩესტერთან” გამარჯვების შემდგომ კომენტარი გააკეთა. იტყობინება, Marca.com.

“ჩვენ სოლიდური თამაში ვაჩვენეთ, თუმცა არც თუ ისე ბევრი მომენტის შექმნა შევძელით. ჩვენ ვერ შევძელით თავისუფალი ზონების დატოვება უკან, ამიტომაც ვინგერები და ნახევარმცველები პოზიციებს მაქსიმალურად ამაგრებდნენ. ჩვენ ვაკონტროლებდით ბურთს და შანსიც გამოვიყენეთ. ეს ძალიან კარგი შედეგია.

ჩვენ ასევე ვიცით, რომ ბოლო დროს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა არ გამოგვდის, მაგრამ ამის მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ ამას ჩვენი მეტოქეები იმსახურებდნენ. ვფიქრობ, ამ სეზონში გაცილებით უფრო ფრთხილები ვიქნებით, იმის გათვალისწინებით რაც გასულ სეზონში მოხდა. დღეს კარგი შედეგი გვაქვს და განმეორებით მატჩშიც თავდაჯერებულნი ვიმოქმედებთ.” – განაცხადა, ალბამ. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    11 აპრ 2019, 14:03

    საშინელება იყო ეს გუშინ ვაფშე ვერაფერი ვერ გააკეთა შეტევაში

  • Basi
    11 აპრ 2019, 12:36

    shedegi kaia tamashis xarisxi ara😬