Sport: “ბარსელონას” დე ლიხტის შეძენა ლიგის 1/4-ფინალამდე სურს

Sport: “ბარსელონას” დე ლიხტის შეძენა ლიგის 1/4-ფინალამდე სურს

ამსტერდამის “აიაქსის” კაპიტნისა და ცენტრალური მცველის, მატიას დე ლიხტის “ბარსელონაში” ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, “ბარსა” დე ლიხტთან მოლაპარაკებებში სხვა კლუბებს შორის გალიდრდა. კატალონიელებს 19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის გაოფიციალურება ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში “აიაქსსა” და “იუვენტუსს” შორის გასამართ მატჩამდე უნდათ, თუმცა ეს რთული ამოცანაა.

“ბარსელონამ” ამსტერდამულ კლუბსა და თავად ჰოლანდიელ უკანახაზელს ოფიციალური შეთავაზება მარტში გაუკეთა. სატრანსფერო თანხა, რომელიც 60 მილიონ ევროს შეადგენს, უფრო ნაკლებია, ვიდრე ფრენკი დე იონგის შემთხვევაში, თუმცა კონტრაქტის პირობები – მსგავსი. “აიაქსი”, თავის მხრივ, უფრო მეტის გამომუშავებას ისურვებდა, მაგრამ ფეხბურთელის გაშვებას დათანხმდება, თუ ამის სურვილს თვითონ დე ლიხტი გამოთქვამს.

მატიას დე ლიხტი “აიაქსის” სკოლის აღზრდილია. მან ჰოლანდიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 26 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (11)

  • nika 54
    02 აპრ 2019, 15:30

    ციტატა: GiorgiM86

    ციტატა: zazo
    დაალაგეს ამათ ცოტა სატრანსფერო ამბები ნეიმარის წასვლამ აგვრია მაგრად ჯერხო რამხელა ძალა მოგვაკლდა შეტევაში და მერე ყველამ იცოდა სასწრაფოდ იყო საყიდელი ტოპ შემტევი და დაადეს ცეცხლის ფასი ყველას ხელმძღვანელობაც პანიკაში იყო თითქოს და შეიტენას დემბელე და კოუ თითქმის სამას მილიონად ეხლა ცოტა დაწყნარდა სიტუაცია როგორც ჩანს კოუ თუ გაყიდეს ამათ როგორმე 120 მილიონად მაინც …


    დემბელე შეტენეს? 🙂 კარგად ნახე სტატისტიკაში რამდენი გოლი და საგოლე პასი აქვს ამ სეზონში დემბელეს და მერე ნათამაშები წუთების რაოდენობასაც დააკვირდი 🙂

    გრიზმანიც და დავამთავროთ ვაჭრობა წელს 🙂 კოუ და მალკომი დატოვონ 1 წელიც. სუა და რაკიტიჩი გაყიდონ 🙂


    სწორედ ნათამაშევ წუთებს რო ვუყურებთ ეგ გვადარდებს, ნახევარ სეზონს ჰოსპიტალში ატარებს.

  • messi and iniesta
    02 აპრ 2019, 13:29

    ზაფხულში უნდა გადმოვიდეს. თან თუ გვინდა რომ ივე გავარდეს დე ლიხტი ajx-ში უნდა დარჩეს

  • MARI=BARCA-fan
    02 აპრ 2019, 10:02

    ="აიაქსი" ფეხბურთელის გაშვებას დათანხმდება, თუ ამის სურვილს თვითონ დე ლიხტი გამოთქვამს=

    wink wink wink
    დე ლიხტის ადგილზე ნებისმიერი დაფიქრდებოდა – ფაქტიურად 3 ერთნაირად ძლიერი ძირითადის მცველი გვყავს, პიკე მგონი ეხლაა კარიერის პიკში smiley
    2 წელი მინიმუმ სასტარტოში იქნება თუ თვითონ არ მოინდომა წასვლა როგორც ნაკრებში გააკეთა..
    ვის დასვავდით სკამზე თქვენ რომ იყოთ მწვრთნელი? ეხლა არ თქვათ როტაციებიო.. ლენგლეც, უმტიტიც და დე ლიხტიც ახალგაზრდები არიან და არცერთი არ დათანხმდება 2 კვირაში ერთხელ თამაშს..
    ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები უმტიტის ტრამვასთან დაკავშირებით, ეს თემა ალბათ საკვანძო საკითხი გახდება დე ლიხტის გადმოსვლაში..

  • zazo
    02 აპრ 2019, 09:18

    ციტატა: GiorgiM86

    ციტატა: zazo
    დაალაგეს ამათ ცოტა სატრანსფერო ამბები ნეიმარის წასვლამ აგვრია მაგრად ჯერხო რამხელა ძალა მოგვაკლდა შეტევაში და მერე ყველამ იცოდა სასწრაფოდ იყო საყიდელი ტოპ შემტევი და დაადეს ცეცხლის ფასი ყველას ხელმძღვანელობაც პანიკაში იყო თითქოს და შეიტენას დემბელე და კოუ თითქმის სამას მილიონად ეხლა ცოტა დაწყნარდა სიტუაცია როგორც ჩანს კოუ თუ გაყიდეს ამათ როგორმე 120 მილიონად მაინც …


    დემბელე შეტენეს? 🙂 კარგად ნახე სტატისტიკაში რამდენი გოლი და საგოლე პასი აქვს ამ სეზონში დემბელეს და მერე ნათამაშები წუთების რაოდენობასაც დააკვირდი 🙂

    გრიზმანიც და დავამთავროთ ვაჭრობა წელს 🙂 კოუ და მალკომი დატოვონ 1 წელიც. სუა და რაკიტიჩი გაყიდონ 🙂


    მე არ ვამბობ რო დემბელე ცუდი ფეხბურთელია ეგ თუ სწორად განვითარდა და ტრავმებმა არ შეაწუხა შეუძლია 10 წელი ბარსას ძირითადში იდგეს მაგრამ ნეიმარუს ამბების მერე ამაში მინიმუმ 20-30 მილიონი ზედმეტი აგვახიეს

    ციტატა: Messiah

    ციტატა: zazo
    დაალაგეს ამათ ცოტა სატრანსფერო ამბები ნეიმარის წასვლამ აგვრია მაგრად ჯერხო რამხელა ძალა მოგვაკლდა შეტევაში და მერე ყველამ იცოდა სასწრაფოდ იყო საყიდელი ტოპ შემტევი და დაადეს ცეცხლის ფასი ყველას ხელმძღვანელობაც პანიკაში იყო თითქოს და შეიტენას დემბელე და კოუ თითქმის სამას მილიონად ეხლა ცოტა დაწყნარდა სიტუაცია როგორც ჩანს კოუ თუ გაყიდეს ამათ როგორმე 120 მილიონად მაინც …

    დემბელეს ფასი მოემატა ნეიმარის ტრანსფერის შემდეგ უბრალოდ , როგორც სხვა ფეხბურთელებს.. მაჰრამ შეტენვა რა შუაშია. ნეიმარისრსაში ყოფნის დროსაც უნდოდა ბარსას უსმანი 🙂

    დღეს რო ყიდულობდნენ დემბელეს გაცილებით ნაკლებ ფასში დაითრევდნენ შეტენვაში კი ზედმეტად მაღალი ფასის გადახდას ვგულისხმობ ნუ უფრო კოუ გამოვიდა შეტენილი მაგრამ ამაშიც ზედმეტად ბევრი გადაიხადეს

  • kaikaci
    01 აპრ 2019, 20:20

    ციტატა: zazo
    დაალაგეს ამათ ცოტა სატრანსფერო ამბები ნეიმარის წასვლამ აგვრია მაგრად ჯერხო რამხელა ძალა მოგვაკლდა შეტევაში და მერე ყველამ იცოდა სასწრაფოდ იყო საყიდელი ტოპ შემტევი და დაადეს ცეცხლის ფასი ყველას ხელმძღვანელობაც პანიკაში იყო თითქოს და შეიტენას დემბელე და კოუ თითქმის სამას მილიონად ეხლა ცოტა დაწყნარდა სიტუაცია როგორც ჩანს კოუ თუ გაყიდეს ამათ როგორმე 120 მილიონად მაინც …


    კაის ბაზრობ ძმაო მეც ეგრე ვფიქრობ.

  • s.g
    01 აპრ 2019, 20:12

    ისე ჩქარობენ ამის გაფორმებას, მგონი პიკე მართლა 2020ში ასრულებს კარიარას :დდ

  • zazo
    01 აპრ 2019, 20:06

    დაალაგეს ამათ ცოტა სატრანსფერო ამბები ნეიმარის წასვლამ აგვრია მაგრად ჯერხო რამხელა ძალა მოგვაკლდა შეტევაში და მერე ყველამ იცოდა სასწრაფოდ იყო საყიდელი ტოპ შემტევი და დაადეს ცეცხლის ფასი ყველას ხელმძღვანელობაც პანიკაში იყო თითქოს და შეიტენას დემბელე და კოუ თითქმის სამას მილიონად ეხლა ცოტა დაწყნარდა სიტუაცია როგორც ჩანს კოუ თუ გაყიდეს ამათ როგორმე 120 მილიონად მაინც …

  • M10 S9 D11
    01 აპრ 2019, 20:01

    ხოდა თუ დე ლიხტის სიტყვაზეა აიაქსი და კი გაგვიფორმებია ეს ბიჭი მშვენიერია გილოცავთ

  • barcamilan
    01 აპრ 2019, 19:49

    ციტატა: BlauGrana_DS
    ჩვენია, აბა რა!!!!!!
    მშვენიერულია! გილოცავთ კულეებო!
    მადრიდისტებს რააა?
    ცენ–ზუ–რაააააა!


    ციტატა: BlauGrana_DS
    ჩვენია, აბა რა!!!!!!
    მშვენიერულია! გილოცავთ კულეებო!
    მადრიდისტებს რააა?
    ცენ–ზუ–რაააააა!


    რადა რამოსი smile

  • goutsaevi
    01 აპრ 2019, 19:48

    კარგი მცველია თან ახალგაზრდაა, მაგრამ პრიორიტეტი თავდამსხმელის ყიდვა უნდა იყოს ამ შეტევით მარტო მესიზე ვართ დამოკიდებული და გამორიცხულია ლიგა მოვიგოთ. პრინციპულობის დრო არარის ეხლა გრიზუა მოსაყვანი სასწრაფოდ. ლალიგაში უკვე ადაპტირებული ტოპ კლასის თავდამსხმელია და ფასითაც ხელმისაწვდომია თან

  • BlauGrana_DS
    01 აპრ 2019, 19:24

    ჩვენია, აბა რა!!!!!!
    მშვენიერულია! გილოცავთ კულეებო!
    მადრიდისტებს რააა?
    ცენ–ზუ–რაააააა!