სერჟი სამპერი: “ბარსელონამ” პატივისცემა, მეგობრობა და თავმდაბლობა მასწავლა

სერჟი სამპერი: “ბარსელონამ” პატივისცემა, მეგობრობა და თავმდაბლობა მასწავლა

“ბარსელონადან” იაპონურ “ვისელ კობეში” ახლახანს გადასულმა სერჟი სამპერმა კატალონიური კლუბში გატარებული დრო გაიხსენა.

სამპერი “ბარსელონას” აღზრდილია. ის კატალონიელთა სკოლას 6 წლის ასაკში შეუერთდა. ესპანელი ჩამშლელი ნახევარმცველი 2014 წელს პირველ გუნდში დააწინაურეს, თუმცა მან ტრავმების გამო ფეხის მოკიდება ვერ შეძლო და საბოლოოდ “ვისელ კობეს” მიაშურა.

“ყველა ტიტულზე მეტი, რომელთა მოგებაც შემეძლო, განსაკუთრებით მეგობრები და ის ღირებულებებია, რომლებიც მათ მასწავლეს. პატივისცემა, მეგობრობა, თავმდაბლობა ყველაზე მნიშვნელოვანია.” – სამპერის ამ სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (4)

  • Bobi
    25 მარ 2019, 21:55

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: Bobi
    ის რასაც რეალში ვერ სწავლობენ


    ეგ უნდა ისწავლებოდეს კაცად რო შედგეს ჯერ. აბა 18 წლის ლაწირაკი გამოდის და ჩემ თავს ოქროს ბურთით ვხედავო ამბობს. იქით მეორეა და თავისზე 1000ჯერ დიდ ფეხბურთელებს შეურაცხოფას აყენებს. ამპარტავნება და თავხედობა ისწავლება მანდ. იმიტო ყავთ ყველა უღირსი 2-3 კაცის გარდა.


    100% ჯერ კაცობა და ადამიანობაა და მერე ფხბურთელობა

  • M10 S9 D11
    25 მარ 2019, 17:40

    ამიტომაცაა ბარსა მეტი ვიდრე კლუბი

  • Don_Andresito
    25 მარ 2019, 16:38

    ციტატა: Bobi
    ის რასაც რეალში ვერ სწავლობენ


    ეგ უნდა ისწავლებოდეს კაცად რო შედგეს ჯერ. აბა 18 წლის ლაწირაკი გამოდის და ჩემ თავს ოქროს ბურთით ვხედავო ამბობს. იქით მეორეა და თავისზე 1000ჯერ დიდ ფეხბურთელებს შეურაცხოფას აყენებს. ამპარტავნება და თავხედობა ისწავლება მანდ. იმიტო ყავთ ყველა უღირსი 2-3 კაცის გარდა.

  • Bobi
    25 მარ 2019, 16:12

    ის რასაც რეალში ვერ სწავლობენ