მესიმ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა

მესიმ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა

“ბარსელონას” კაპიტანს, ლიონელ მესის, რომელიც მუხლის პრობლემებს განიცდის, დღეს თანაგუნდელებთან ერთად არ უვარჯიშია, იტყობინება Sport.

წყაროს ინფორმაციით, არგენტინელი სავარჯიშო დარბაზში აღდგენით სამუშაოებს ასრულებდა.

შეგახსენებთ, რომ მესიმ ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის გასული ტურის მატჩში, “ვალენსიასთან” (2:2) მიიღო, რის გამოც, “რეალთან” მატჩში (1:1) მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ლეო მზად “ატლეტიკთან” მატჩისთვის, რომელიც 10 თებერვალს, ბილბაოში შედგება.

არის ასევე კარგი სიახლეც – ვარჯიშს ტრავმირებული სამუელ უმტიტი დაუბრუნდა, რომელსაც ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. ფრანგმა გუნდთან ერთად რამდენიმე სამუშაო შეასრულა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • ana anukii
    09 თებ 2019, 22:11

    ციტატა: MARI=BARCA-fan

    ციტატა: ana anukii
    არტურიც ტრამვირებულია მესიც უმტიტის იმედიც ბოლომდე ვერ გვექნება… მოკლედდ შეტევაში მალკომი სუა დემბო .ნახევ დაცვ კოუ ბუსი ვიდალი დაცვაში სემედუ პიკე ლანგლე ალბა


    შანსი არაა, კოუს მაგივრად აუცილებლად რაკეტას დააყენებს ვალიკო

    წეღან წავიკითხე რაღაც სტატია რომ კოუტინიოს დაყენებას აპირებს არტურის პოზიციაზეო და რავიცი..,😂😂😂😂😂

  • MARI=BARCA-fan
    09 თებ 2019, 09:44

    ციტატა: ana anukii
    არტურიც ტრამვირებულია მესიც უმტიტის იმედიც ბოლომდე ვერ გვექნება… მოკლედდ შეტევაში მალკომი სუა დემბო .ნახევ დაცვ კოუ ბუსი ვიდალი დაცვაში სემედუ პიკე ლანგლე ალბა


    შანსი არაა, კოუს მაგივრად აუცილებლად რაკეტას დააყენებს ვალიკო

  • ბათუმსკი92
    08 თებ 2019, 23:10

    როგორ გამოტოვა რო ვარჯიშობდა ეხლა ვნახე

  • messi2017
    08 თებ 2019, 20:22

    მესი დაასვენოს ბილბაოსთან დემბელე ულიდერებს შეტევას ნუ იღელვებთ

  • ana anukii
    08 თებ 2019, 20:05

    არტურიც ტრამვირებულია მესიც უმტიტის იმედიც ბოლომდე ვერ გვექნება… მოკლედდ შეტევაში მალკომი სუა დემბო .ნახევ დაცვ კოუ ბუსი ვიდალი დაცვაში სემედუ პიკე ლანგლე ალბა

  • M10 S9 D11
    08 თებ 2019, 19:42

    იმედია ბილბაოსთან გვეყოლება მესი