სეზონი კლუბში: 1949-1964
თამაში: 528
გოლი: 30
ცნობილი როგორც "დიდებული კაპიტანი", სეგარა(ბარსელონა, 1927 – ტრადელი, 2008) "ბარსელონას" ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ქარიზმატული ფეხბურთელი იყო.
სეგარა "ბარსას" განუყრელი ნაწილი იყო. ის მეხუთე ადგილს იკავებს იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებმაც "ბარსას" ისტორიაში ყველაზე მეტ მატჩში მოირგეს "ბლაუგრანას" ფორმა, მიგელის, რექსაჩის, ამორისა და რიფეს შემდეგ.
ხუანი მოედანზე ნამდვილი ჯენტლმენი იყო, მისმა კეთილშობილებამ და ფეხბურთისადმი სათანადო დამოკიდებულებამ მოეპოვებინა მას აღმაფრთოვანებელი პატივისცემა მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ის მრვავალმხრივი ფეხბურთელი იყო, თუმცა მისი ძირითადი სათამაშო პოზიციები ნახევარდაცვას ან დაცვის მარცხენა ფლანგს წარმოადგენდა. სეგარა ასევე გამოირჩეოდა სიმამაცითა და საქმისადმი ერთგულებით, რომელსაც არასდროს ბეზრდებოდა თავისი თანაგუნდელების გამხნევება მოედანზე. ხუანი მუდმივად ბრწყინვალე ფიზიკურ ფორმაში იმყოფებოდა, ჰქონდა არაჩვეულებრივი შესაძლებლობები და იყო სოლიდური მცველი. მიუხედავად იმისა, რომ დაცვაში თამაშობდა, კარში საკმაოდ კარგად ურტყამდა და რამდენიმე გადამწყვეტი გოლიც აქვს გატანილი.
მან ვერ შეძლო ეჩვენებინა თავისი შესაძლებლობები იმედის გამაცრუებელ ევროპის თასის ფინალში, ბერნში, 1961 წელს, სადაც მან თვალის ტრავმა მიიღო.
აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, "დიდებული კაპიტანი" "ბარსაში" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად დარჩა და 1979–1980 წლებში ის იყო ძირითადი გუნდის მწვრთნელის, ელენიო ჰერერას, ასისტენტი.
ტიტულები
ესპანეთის ჩემპიონატი – 1951–52, 1952–53, 1958–59, 1959–60
ლათინას თასი – 1952
უეფას თასი – 1957–58, 1959–60
ესპანეთის თასი – 1950–51, 1951–52, 1952–53, 1956–57, 1958–59, 1962–63
ევა დუარტეს თასი – 1952, 1953