ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 28 აპრილი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 28 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 28 აპრილს მოხდა.

თამაშები

28 აპრილს “ბარსელონას” 13-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 8 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1918 წელი

პაულინო ალკანტარა ფილიპინებიდან ესპანეთსა და “ბარსელონას” დაუბრუნდა.

1988 წელი

“ბარსელონას” პირველი გუნდის ყველა ფეხბურთელმა და მთავარმა მწვრთნელმა ლუის არაგონესმა სასტუმრო “ესპერიადან” კლუბის ხელმძღვანელობასა და პრეზიდენტს, ხოსეპ ლუის ნუნიესს მიმართა. კაპიტანი ალეშანკო ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვდა. მიზეზი კლუბის არაეფექტური მართვა და საგადასახადო საკითხებზე ფეხბურთელებთან არსებული დავა იყო.

2015 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ხეტაფე” 6-0 გაანადგურა. გოლები მესიმ (2), სუარესმა (2), ნეიმარმა და ჩავიმ გაიტანეს.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 28 აპრ 2021, 14:40

    2015 წელი
    ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "ხეტაფე" 6-0 გაანადგურა. გოლები მესიმ (2), სუარესმა (2), ნეიმარმა და ჩავიმ გაიტანეს.
    ეეხ, რა დრო იყო, უკვე თითქმის პენსიონერ ჩავისაც კი გაჰქონდა.