“ფიფას” ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში, ლეგენდარულმა მეკარემ, ოლივერ კანმა ლიონელ მესიზე ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
Fifa.com: იანვარში ლიონელ მესიმ ზედიზედ მესამედ მოიგო “ოქროს ბურთი”. როგორ ფიქრობთ, იგი სამართლიანად არის სამივე “ოქროს ბურთის” მფლობელი და ამჟამად საუკეთესო ფეხბურთელი?
ოლივერ კანი: უდაოდ მესი ისეთივე გენიოსია, როგორებიც იყვნენ პელე და მარადონა. ამასთან, ლეო თამაშობს მსოფლიოს საუკეთესო გუნდში. წარმატება და ტიტულები აქედან მომდინარეობს. შესაბამისად ის ფაქტი, რომ იგი დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად, მისი კარიერის ლოგიკური გაგრძელებაა.