მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონელებმა” ძელს ბურთი 21-ჯერ გაარტყეს მიმდინარე ჩემპიონატში

“ბარსელონელებმა” ძელს ბურთი 21-ჯერ გაარტყეს მიმდინარე ჩემპიონატში

“ბარსელონა” და “ლივერპული” ის გუნდები არიან, რომლის ფეხბურთელებმაც ეროვნულ ჩემპიონატების მიმდინარე გათამაშებისას ყველაზე ბევრჯერ გაარტყეს ბურთი ძელს. ლა ლიგის 26 შეხვედრაში კატალონიელების მეტოქეები 21-ჯერ იხნა ხარიხამ გოლის გაშვებისგან.

 

ანდრეს ინიესტა და ისააკ კუენკა არიან ის ფეხბურთელები, რომლებსაც არ გაუმართლად სანტადერის “რასინგის” წინააღმდეგ მატჩში, რადგან მათი დარტყმული ბურთი მეტოქე გუნდის კარის ძელმა მოიგერია. “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ესპანეთის ჩემპიონატის 26 შეხვედრაში 21-ჯერ მოარტყეს ბურთი ძელს. ასეთი მაჩვენებელი კიდევ ერთ გუნდს აქვს, ოღონდ პრემიერ ლიგაში. საუბარია “ლივერპულზე“.

TEAM                               WOODWORKS
FC Barcelona21
Liverpool21
Valenciennes18
Betis18
St Etienne17
Manchester City17
Juventus16

 

ლიონელ მესიმ ბურთი ძელს 7-ჯერ მოარტყა. ამ მაჩვენებლით იგი ევროპაში მეორე პოზიციაზეა. მისი “რეკორდი მოხსნა” ბაკარი საკომ, რომელსაც იღბალმა 9-ჯერ აქცია ზურგი. კიდევ ერთი “ბარსელონელი” ფიგურირებს ტოპ 20-ეულში. სესკ ფაბრეგასმა ბურთი ძელს 5-ჯერ მოარტყა.

PLAYER                            WOODWORKS
Bakary Sako9
Leo Messi7
Cristiano Ronaldo6
Luis Suárez6
Marcus Rosenberg6
Rubén Castro6
Cesc Fàbregas5

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში