მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრკიჩი: “ლუის ენრიკე პეპის შესანიშნავი შემცვლელი იქნებოდა”

კრკიჩი: “ლუის ენრიკე პეპის შესანიშნავი შემცვლელი იქნებოდა”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა და იტალიური “რომას” ამჟამინდელმა ფეხბურთელმა, ბოიან კრკიჩმა, განაცხადა, რომ ლუის ენრიკე ბრწყინვალედ შეცვლიდა ხოსეპ გვარდიოლას. იტყობინება ესპანური პრესა.

 

“ლუის ენრიკე პეპის შესანიშნავი შემცვლელი იქნებოდა. იგი კარგად იცნობს კატალონიურ კლუბს, რადგან სწორედ ამ გუნდის წევრი იყო წლების მანძილზე. ენრიკე ცდილობს ახალი საფეხბურთო სტილი შეიტანოს იტალიაში. სერია ა-ში დიდი ყურადღება ექცევა ტაქტიკას, გუნდების 90% ერთნაირად თამაშობს: ორი ფეხბურთელის გარდა ყველა ბურთი უკანაა და გადადიან სწრაფ კონტ-შეტევებზე. აქ სულ სხვაგვარი გაგებაა ფეხბურთისა თუ ესპანეთს შევადარებთ და შესაბამისად, თავდამსხმელებისათვის რთულია სამუშაოს შესრულება. ლუის ენრიკესთან ერთად ვცდილობთ სხვა ფეხბურთი ვითამაშოთ”. დაასრულა ბოიან კრკიჩმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში