პეპ გვარდიოლას გუნდი სანტანდერში ჩავიდა. მოგეხსენებათ, რომ დღეს ”ბარსა” ”რასინგთან” გამართავს მატჩს. მატჩი ესპანეთის დროით 18:00 საათზე დაიწყება (ჩვენი დროით 21:00 საათზე). გუნდს სანტანდერში ”ბარსას” 300 ქომაგი დახვდა.
”ბარსას” თავკაცის განკარგულებაში 18 ფეხბურთელია, ამას დამატებული კარლეს პუიოლი. გუნდთან ერთად ასევე გახლდათ ანდონ სუბისარეტა და ხავიერ ფაუსი. ჩასვლისთანავე გუნდი სასტუმროში გაემგზავრა ”Hotel Real-ში”.
სურათები










