კრისტიან ტელო: “გამარჯვება გოლეადას ფონზე მოხდა, სწორედ ესაა მნიშნელოვანი. ჩემი პირველი გოლი – სიღრმიდან შესანიშნავი პასი მივიღე სესკ ფაბრეგასისგან, მხოლოდ ჩემს თავზე ვიყავი დამოკიდებული მეკარესთან პირისპირ ყოფნისას. საჭირო იყო, რომ ყველაფერი დამემთავრებინა. ბოსმა მითხრა, რომ მოედანზე აუცილებლად უნდა მომეთხოვა ბურთი თანაგუნდელებისგან, როცა კარგ პოზიციაში აღვმოჩნდებოდი. პეპი მთხოვს, რომ ვიყო ის, რაც ვარ. სარეზერვო გუნდი მართლაც შესანიშნავად მოქმედებს და მადლიერი ვარ გვარდიოლასი, რომელმაც დებიუტის საშუალება მომცა. მომწონს აქ ყოფნა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჩემი გუნდი ამჟამად “ბარსა ბ” არის. ეს ყველაფერი სიურპრიზი იყო და იმედი მაქვს, ბოსი ისევ მენდობა. უბედნიერესი ვარ გამარჯვებით და უღრმესი მადლობა პუბლიკას, რომელიც მუდამ მამხნევებდა. დიდებული გუნდია უდიდესი მორალით და არ უნდა დავკარგოთ არცერთი ქულა”.
დანიელ ალვეში: “დღეს ღამე სენსაციურად გამოვიყურებოდით. დამსახურებულად გავედით 1/4 ფინალში. სულ უფრო ცოტა გუნდი რჩება ჩემპიონატში და გვმართებს ძალიან კარგი თამაში მომდევნო ეტაპზე. კარგად გვესმის, რაც დრო გადის, მით უფრო ცოტა და ძლიერი გუნდი რჩება ტურნირზე”.
სერხიო ბუსკეტსი: “ფეხბურთში მუდამ გოლის გატანას უნდა ეცადო. მართალია ბურთს ძალიან დიდხანს ვფლობთ, მაგრამ არც გოლების გატანას ვაკლებთ. სწორედ ამიტომ მოდიან გულშემატკივრები მოედანზე. ეს ისაა, რისი კეთებაც მოგვწონს. ტურნირს უძლიერესი გუნდები გამოეთიშნენ. მართალია, ზოგიერთი გუნდი არ არის ცნობილი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონთა ლიგაა და ყველა მეტოქე საშიშია. ძალიან რთული იქნება ასპარეზობა, რადგან ლა ლიგაში არანაირი შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს”.
პედრო როდრიგესი: “უდიდესი პატივი და სიამოვნებაა ითამაშო ისეთი ფეხბურთელის გვერდით, როგორიც ლეოა. ის არამარტო შთამბეჭდავი ფეხბურთელია, არამედ ჩინებული პიროვნებაცაა. მსურს აღვნიშნო გულშემატკივარდა უდიდესი მხარდაჭერა ჩემდამი. უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას ავლენენ. რთულ მატჩებში ყოველთვის მამხნევებენ და მინდა, რომ კარგი თამაშით გადავუხადო მათ მადლობა”.
ლიონელ მესი: “შესანიშნავი გრძნობაა, როცა 5 გოლი გაგაქვს. ძალიან გვინდა, რაც შეიძლება შორს წავიდეთ ჩემპიონთა ლიგაში, მაგრამ გვესმის, რომ 1/4 ფინალში მხოლოდ ძლიერი გუნდები დარჩნენ”.



