workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სანტოსი” კეირსონის მისაღებად რობინიოს გამოიყენებს

“სანტოსი” კეირსონის მისაღებად რობინიოს გამოიყენებს

 “სანტოსი” ეცდება “ბარსას” ახალი პრეზიდენტის დარწმუნებას, რათა როგორმე ბრაზილიელი კეირსონი გადაიბირონ. სამხრეთ ამერიკული კლუბის პრეზიდენტი, ლუის ალვარო ოლივეირა დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელი თავისი გუნდისთვის ზედგამოჭრილია და მის ხელში ჩასაგდებლად რობინიოს დაკარგვასაც კი შეეგუება.

 “ბარსელონას” ფორვარდმა, რომელიც დღესდღეობით “ფიორენტინაში” არენდით იმყოფება, შესაძლოა რობინიოს ბედი გაიზიაროს და ევროპული ვოიაჟის შემდეგ, კვლავ ბრაზილიაში ამოყოს თავი.

 “სანტოსის” პრეზიდენტმა უკვე დაადასტურა თავისი კლუბის ინტერესი ბრაზილიელი თავდამსხმელისადმი. “მას შეუძლია გაიბრწყინოს ჩვენთან. ის მოუხდება კლუბს და შეძლებს სრულყოფილად შეცვალოს რობინიო” – ციტირებს ლუის ალვარო ოლივეირას სიტყვებს რამდენიმე ბრაზილიური საიტი.

 კეირსონი კატალონიურ კლუბში 2009 წელს “პალმეირასიდან” გადმოვიდა და მისი ტრანსფერი 15 მილიონი დაჯდა. ბრაზილიელი “ნოუ კამპზე” მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც სამშობლოში 24 გოლი გაიტანა 35 შეხვედრაში, მაგრამ “ბარსელონას” შემადგენლობაში არც ერთი წუთი არ უთამაშია. პირველად იგი “ბენფიკაში” გაანათხოვრეს, ხოლო შემდეგ იტალიაში გადავიდა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

წყარო: www.sport.es 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში