მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

”ბარსელონას” ნახევარმცველებმა მიმდინარე სეზონში უკვე 39 გოლის გატანა მოახერხეს, რაც საუკეთესო შედეგია მას შემდეგ, რაც გუნდს სათავაში პეპ გვარდიოლა უდგას.

ხიხონის ”სპორტინგთან” ყველა გოლი ნახევარმცველებმა გაიტანეს: ინიესტა, კეიტა და ჩავი. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველების გოლები ”ბარსელონასთვის” ძლიერი მხარეა ისეთ თამაშებში, სადაც მეტოქე ყრუ დაცვაში თამაშობს.

სესკი პირველ ადგილზე

ყველაზე გამტანი ნახევარმცველი ”ბარსელონაში” სესკ ფაბრეგასია. მის ანგარიშზე 15 გატანილი გოლია. მას მოსდევს ჩავი, რომელმაც 12-ჯერ გამოიჩინა თავი, ინიესტას 5 გოლი აქვს, ტიაგო ალკანტარას 3, კეიტას კი 2. ამ რეიტინგში ასევე არის სერხი რობერტო, ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელი, რომელმაც 2 გოლი გაიტანა – ესპანეთის თასზე და ჩემპიონთა ლიგაში.

გვარდიოლას ეპოქის რეკორდი

ნახევარმცველების 39 გოლი – ეს გვარდიოლას ეპოქის რეკორდია. მის პირველ სეზონში ნახევარმცველებმა 27 გოლი გაიტანეს, რაც ამ დრომდე საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ერთი წლის შემდეგ ნახევარმცველების ანგარიშზე 17 გოლი დაფიქსირდა, გასულ სეზონში კი 24 გოლი.

მიმდინარე სეზონში კი გუნდმა უკვე 135 გოლის გატანა მოახერხა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში