”მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მადლობა მოუხადა კლუბის ვიცე-პრეზიდენტს, ადრიანო გალიანის იმის გამო, რომ მან შეძლო ”ბარსელონასთან” მოლაპარაკება და მისი იტალიაში წაყვანა.
შეგახსენებთ, რომ შვედმა ფეხბურთელმა ”ბარსელონაში” მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა, რადგან კატალონიელთა თავკაცი, პეპ გვარდიოლა მას აღარ ენდობოდა.
”გალიანი შეხვდა ”ბარსელონას” წარმომადგენლებს და განუცხადა, რომ იტალიაში ჩემს გარეშე არ დაბრუნდებოდა. მან მე დიდი ნდობა გამომიცხადა და მასთან ვალში ვარ. ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს” – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.



