მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” მეკარე მარკ–ანდრე ტერ შტეგენი კატალონიის “ბარსელონას” ინტერესის სფეროში მოექცა, იტყობინება ესპანური გამოცემა “ელ მუნდო დეპორტივო”. “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ სწორედ ტერ შტეგენია ის გოლკიპერი, რომელიც ვიქტორ ვალდესის სრულფასოვანი შემცვლელი იქნება და მისი გუნდიდან წასვლის შემდეგ დამაჯერებლად დაიცავს “ბარსას” კარს.
აღსანიშნავია, რომ ტერ შტეგენმა ამ სეზონში “ბორუსიას” რიგებში 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მიუნხენგლადბახური გუნდის გოლკიპერისთვის “ბარსელონაში” გადასვლა ნამდვილად დიდი გამოწვევა იქნება. ისე კი, ფაქტია, რომ ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი ოცნებობს ლურჯ–ბროწეულისფერი ფორმის მორგებაზე.
გერმანელი კარის დარაჯი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა. ვნახოთ რამდენად გამართლდება მისი “ბარსაში” გადასვლა. ჯერ–ჯერობით კი, ეს საუბრები მხოლოდ ჭორის დონეზეა.



