მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი: ”ჩვენ ლოდინისთვის მზად ვართ”

როსელი: ”ჩვენ ლოდინისთვის მზად ვართ”

ბარსელონაში მობილური ტექნოლოგიების კონგრესი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა ”ბარსელონამაც” მიიღო. კონფერენციაზე იმყოფებოდა სანდრო როსელი, რომელსაც ჟურნალისტებმა საინტერესო საკითხებზე დაუსვეს შეკითხვები.

გვარდიოლას კონტრაქტი

სანდრო როსელმა კომენტარი გააკეთა პეპ გვარდიოლას კონტრაქტის შესახებ: ”ჩვენ ლოდინისთვის მზად ვართ და ჩვენი მოთმინების ბატარეა უსაზღვროა. ის მზით იკვებება, რომელიც ყოველთვის უხვად არის ჩვენთან”. რაც შეეხება მწვრთნელის სიტყვებს, რომ გუნდი პრიმერას ვერ მოიგებს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სიტყვა ”შეუძლებელი” კლუბისთვის არ არსებობს. ”მათემატიკური შანსები არის  და ყველაფერი შეიძლება მოხდეს”.

მსაჯობა

პრეზიდენტს ასევე მსაჯობაზე სთხოვეს კომენტარის გაკეთება. როსელმა ირონიით განაცხადა: ”ახლა სტადიონზე ჩვენ ”3G”-ს ტექნოლეგიებს ვაყენებთ, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მთავარი მსაჯის და მისი ასისტენტების კავშირს და ეს ყველას დადებითად წაადგება”.

პეპე
პეპეს საქციელზე საუბრისას სანდრო როსელმა მიმართა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას და დისციპლინარულ კომიტეტეს წინადადებით, რომ ”გადმოვიღოთ ინგლისის მსაჯობის მაგალითი, რათა დასრულდეს დაუსჯელობა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში