მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სილვა “მილანიდან” წასვლას არ აპირებს

სილვა “მილანიდან” წასვლას არ აპირებს

“მილანის” მცველმა ტიაგო სილვამ განაცხადა, რომ არ აპირებს გუნდიდან წასვლას.

 

“არავითარი სურვილი არ მაქვს, რომ დავტოვო “მილანი”. მომწონს იმის გაფიქრება, რომ შესაძლოა, კლუბის სიმბოლო გავხდე, გავიარო ისეთი დიდებული ფეხბურთელების გზა, როგორებიც არიან ფრანკო ბერეზი და პაოლო მალდინი.”

 

“გალიანის არ უღირს ნერვიულობა, “ბარსელონა” ჩემთვის უბრალოდ მეტოქე გუნდია.” – სილვას სიტყვებს “მილანის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით ციტირებს Football Italia.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სილვამ განაცხადა, რომ “ბარსელონა” არის კლუბი, სადაც თამაშზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში