მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესკი ამტკიცებს, რომ საგოლე პასების დიდოსტატია

სესკი ამტკიცებს, რომ საგოლე პასების დიდოსტატია

სესკ ფაბრეგასმა რიგით მე-14 საგოლე გადაცემა კვირას, მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩში მიიწერა. შეხვედრის 35-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან მან პასი გაუკეთა დანი ალვეშს, რომელმაც ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაახვია და 2011/12 სეზონში თავისი რიგით მე-2 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში სესკმა შვიდი ასისტი განახორციელა ლიგის მატჩებში, 6 კოპა დელ რეის შეხვედრებში და ერთიც ჩემპიონთა ლიგაზე.

 

გადამწყვეტი პასები

რამდენიმე მათგანი ცალსახად დასამახსოვრებელი იყო. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თასის შეხვედრაში “ვალენსიასთან” ჩავისთვის გაკეთებული ბრწყინვალე საგოლე პასი, რომლის შედეგადაც “ბარსამ” ფინალში გასვლა მოახერხა. ასევე გვერდს ვერ ავუვლით “ბაიარენაზე” სანჩესისთვის გაკეთებულ გადაცემას, როდესაც სესკმა ბურთი გააძვრინა გერმანელ მცველებს შორის და თავის თანაგუნდელს მეტოქის კარის აღების საშუალება მისცა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც “არსენალის” ყოფილ კაპიტანზე მეტი საგოლე გადაცემები აქვს გაკეთებული წელს, არის ლიონელ მესი (21).

 

15 გოლი

“ბარსელონაში” თავის პირველ სეზონში სესკმა 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, აქედან 26 მან სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. ფაბრემ ჯამში 15 გოლის გატანა მოახერხა, რაც იმის მანიშნებელია, თუ რაოდენ სწრაფად გაიარა მან ადაპტაცია და მოერგო გუნდის მოთხოვნებს, მიუხედავად იმისა, რომ იგი პრესასთან გამუდმებით იმეორებს, რომ ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ბოლომდე იმის დემონსტრირებას, რაც მას შეუძლია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში