ლეო მესი: ”ჩვენ ძალიან მშვიდები ვიყავით. თანაგუნდელები, მწვრთნელი და ხალხი მენდობა, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის. ეს მე ბედნიერს მხდის. მატჩის დასაწყისი ჩვენთვის რთული იყო, ჩვენ ვმარცხდებოდით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ კარგი თამაში ვაჩვენეთ. მნიშვნელოვანია, რომ სეზონის ბოლომდე ისეთი ფორმა შევინარჩუნოთ, როგორიც გერმანიაში ვაჩვენეთ. უნდა გავაგრძელოთ ასეთი თამაში, მნიშვნელოვანი შეხვედრები წინაა. რაც შეეხება პეპის კონტრაქტს, ყველას სურს მისი დარჩენა, თუმცა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის”.
კრისტიან ტელიო: ”მესი არ ჩერდება. ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ მწვრთნელი ნდობას მიცხადებს. ეს ძალიან კარგი შეხვედრა იყო. გუნდი არ ჩერდება და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ეს ძალიან ეფექტური თამაში იყო, შევქმენით ძალიან ბევრი საგოლე მომენტი, მაგრამ ”ვალენსიას” მეკარეს კარგი დღე ჰქონდა”.
ანდრეს ინიესტა: ”ჩვენ ყოველთვის კარგი თამაშის ჩვენებას ვცდილობთ. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ გვსურს ყოველ ტურში 3 ქულის აღება და ”რეალის” შეცდომაზე დალოდება. გუნდმა ასეთ სტილში უნდა ითამაშოს, რათა სამივე ტიტულისთვის იბრძოლოს. ადვილი არ არის ამხელა ჩამორჩენის დაძლევა, მაგრამ გუნდი ყველაფერს გააკეთებს. მესი აგრძელებს საოცრებების კეთებას. ადვილი არ იქნება ამ დონის შენარჩუნება, მაგრამ ამას შევეცდებით. ”რეალს” მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს და ჩვენ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ასევე იმედი მაქვს, რომ პეპი კონტრაქტს გაახანგრძლივებს და ჩვენთან დიდი ხნით დარჩება. გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს, მაგრამ იცის, რომ გუნდს მისი დარჩენა სურს. ეს ყველას სურვილია. პეპი კვლავ მონდომებული და წინ შესანიშნავი რამეები გველის”.
პედრო როდრიგესი: ”გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით და კარგი შედეგით დავასრულეთ მატჩი, თუმცა ძალიან ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ ყოველ მომდევნო შეხვედრაზე უდნა ვიფიქროთ და არ დავკარგოთ ქულები. ჩვენ ძალიან ბედნიერები და აღელევებულები ვართ. არ ვიცი რა ვთქვა ლეო მესის შესახებ. თავს ფიზიკურად უფრო ძლიერად ვგრძნობ და საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. ჯერ კიდევ მჭირდება გაუმჯობესება”.
მარტინ მონტოია: ”მწვრთნელმა ”ვალენსიას” მარცხენა ფლანგის საფრთხეზე გაგვაფრთხილა. ვფიქრობ, რომ საქმე კარგად გავაკეთეთ. ბედნიერი ვარ, რადგან პრიმერას მატჩში თამაშის საშუალება მომეცა. იმედი მაქვს მოედანზე მეტ სათამაშო დროს მივიღებ. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები აქ თამაშობენ”.



