ლიონელ მესი გამორჩეული ფიგურა იყო “ბარსელონასა” და “ვალენსიას” გუშინდელ დაპირისპირებაში. კატალონიელთა მიერ გატანილი 5 გოლიდან, ოთხი სწორედ ლეომ გაიტანა, ხოლო თამაშის დამატებულ წუთებზე საგოლე პასი გაუკეთა ჩავის. მეტი რა ექნა?!
გუშინდელი შეხვედრა საიუბილეო გახლდათ არგენტინელი ტალანტისთვის. ლეო რიგით მე-200 მატჩს ატარებდა ლა ლიგაში “ბარსას” მაისურით. აღნიშნვნაც ასეთი უნდა! “თავხედმა რწყილმა” სულ გაიწყვიტა “შუბლის ძარღვი” და დაკარგა ნამუსი – 4 გოლი “ვალენსიას” კარში!!! ფენომენალური მაჩვენებელია.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ლეოს ანგარიშზე 27 გოლი დაუგროვდა და იგი მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება კრიშტიანუ რონალდუს.



