ჩავი ერნანდესი ექიმებისგან თამაშის უფლებას მიიღებს და ”ვალენსიასთან” გასამართი მატჩის 18 კაციან განაცხადში მოხვდება.
კვირის ვარჯიშის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჩავი ერნანდესი თითქმის 100 პროცენტით განიკურნა კუნთის ტრავმისგან. შაბათის და დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ჩავი არავითარ დისკომფორტს არ განიცდიდა კუნთში.
ამის გამო ფაქტიურად გადაწყვეტილია, რომ მატჩის დაწყებამდე ის ექიმებისგან თამაშის უფლებას მიიღებს და 18 კაციან განაცხადში მოხვდება. აი იმ გადაწყვეტილებას, ითამაშებს თუ არა ”ღამურების” წინააღმდეგ ჩავი პეპ გვარდიოლა, მატჩის დაწყების წინ მიიღებს.
მიუხედავად იმისა, ითამაშებს თუ არა ჩავი დღეს ძალიან სასიამოვნო ინფორმაციაა ”ბარსას” ქომაგებისთვის ის, რომ თავად მაესტრო თავს კარგად გრძნობს.



