”ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერი საკუთარი აზრი გაგვიზიარა ”ბარსელონასთან” გასამართი შეხვედრის წინ.
”ჩვენ უნდა შევამციროთ შეცდომების რაოდენობა და ყურადღებით ვიმოქმედოთ დაცვაში. ამ სეზონში 3-ჯერ ვეთამაშეთ ”ბარსელონას” და 2 შეხვედრა ფრედ დავასრულეთ. ეს საკმარისი არ არის, ჩვენ მოგებისთვის ვართ განწყობილნი. თუკი მოგებას შევძლებთ ”ბარსელონასთან” სხვაობას შევამცირებთ. მოგების შემთხვევაში სხვაობა 5 ქულა იქნება. გვაქვს თუ არა მოგების შანსი? რა თქმა უნდა გვაქვს. ჩვენ ახლოს ვიყავით ”ბარსელონასთან” გამარჯვებასთან” – განაცხადა უნაი ემერიმ.
”ბარსელონასა” და ”ვალენსიას” შორის შეხვედრა დღეს, ადგილობრივი დროით 21:30 საათზე გაიმართება.

