მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ვალენსია” – მინათებული მანათობლების მსხვერპლი

“ვალენსია” – მინათებული მანათობლების მსხვერპლი

 

კატალონიის “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” შემდეგ, “ვალენსია” ესპანეთში ყველაზე წარმატებული გუნდია. ამ გუნდს “ლა ლიგა” ხელში ექვსჯერ აქვს ჩაგდებული. ხელში ჩაგდების ბოლო წელიწადი კი 2004 წელი გახლავთ. უკვე მესამე წელია, რაც ესპანეთის მესამე ყველაზე წარმატებული გუნდი “ლა ლიგას” ცხრილის მესამე ადგილის საპატიო მკვიდრია. ყველაფერი კი იმისკენ მიდის, რომ ისინი ამ წელსაც მესამე ადგილთან ერთად ყოფნით დაასრულებენ.

 

“ვალენსია” სწორედ ის გუნდი გახლავთ, რომელიც 2011/12 წლების სეზონის 23–ე ტურში “ნოუ კამპზე” კატალონიის “ბარსელონას” ეწვევა სტუმრად. შეხვედრა თბილისის დროით 00:30 საათზე იწყება. “ბარსასთვის”, “ვალენსიასთვის” და “ამ სეზონისთვის” ეს შეხვედრა რიგით მეოთხე გახლავთ. მოგეხსენებათ, არც ისე შორეულ წარსულში ეს გუნდები ერთანეთს “სამეფო თასზე” შეხვდნენ, თანაც ორჯერ. პირველი მატჩი, რომელიც 2 თებერვალს “მესტალიაზე” გაიმართა, ფრედ ანგარიშით, 1:1 დასრულდა. 1 კვირის თავზე კი კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე ანგარიშით, 2:0 იმარჯვეს. ამ მარცხის გამო, უნაი ემერის ღამურებმა “ევროპა ლიგის” საგზურის მოპოვება შეძლეს, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვალენსიელები “ლა ლიგას” ცხრილში მესამე ადგილზე მყარად დგანან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი “ჩემპიონთა ლიგაზე” შეძლებენ თამაშს. თუმცა, ვინ იცის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

 

ღამურებისთვის 2012 წელი მაინც და მაინც ნაყოფიერად არ გამოიყურება. მათ ანგარიშზე 5 გამარჯვება, 5 ფრე და 3 მარცხია. ამ მარცხების შემოქმედებით ჯგუფთა სახელები კი “სევილია”, “რეალ სოსიედადი” და “ბარსელონა” გახლავთ. თუმცა, უცილობლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ვალენსიელებმა წინა ტური “სპორტინგ ხიხონთან” გამარჯვებით, ანგარიშით, 4:0 დაასრულეს, ხოლო “ევროპა ლიგაზე” ინგლისური “სტოკ სიტი” გასვლით შეხვედრაში ანგარიშით, 0:1 დაამარცხეს. ამ გათამაშებაში გამარჯვების მოპოვება ღამურებმა 2004 წელს შეძლეს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც “ევროპა ლიგას” “უეფას თასს” უწოდებდნენ. მაშინ გუნდს დავიდ ალბელდა კაპიტნობდა. საბოლოო გამარჯვება კი დიდიერ დროგბას “მარსელთან” მოიპოვეს. ის შეხვედრა ანგარიშით 2:0 დასრულდა.

 

“უეფას თასის” მოპოვება მიჩნეულია, როგორც კლუბის ‘ოქროს ხანის’ დასასრულად.
ოქრის ხანა: “ჩემპიონთა ლიგის” 2000 და 2001 წლების ფინალებში მონაწილეობა და “ლა ლიგის” ტიტულის მისაკუთრება 2002 და 2004 წლებში.
1919 წელს დაარსებულმა გუნდმა, რომელიც “მესტალიას” ბინადარი დაარსებიდან 4 წელიწადის შემდეგ გახდა, 1940–იან წლებში ქვეყნის ჩემპიონობა სამჯერ მოახერხეს. სამიციან წლებში მათ 2–ჯერ შეძლეს “Fair Cup”–ის მისაკუთრება. 1960/61 წლების ფინალში მისი მოპოვებისთვის მათ “ბარსელონას” დამარცხება მოუხდათ. მეორე ტიტული კი 1971–ში მოვიდა. 1980–იანი წლების შუა ნაწილში ვალენსიელ ღამურებს “სეგუნდა დივიზიონის” დათვალიერება მოუხდათ – 55 წლის შემდეგ პირველად… ბოლო წლებში, ამ გუნდში ფეხი ისეთმა ფეხბურთელებმა მოიკიდეს, როგორიცაა დავიდ ვილია, დავიდ სილვა და ხუან მატა. ეს ფეხბურთელები ახლა სხვადასხვა გუნდებში არიან გადანაწილებულები…

 

გუნდის დამრიგებელი უნაი ემერი გახლავთ, რომელიც ვალენსიაში 2008 წელს გადაბარგდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უნაიმ “ალმერიასთან” ერთად დიდ წარმატებას მიაღწია. უნაი ემერი ახალგაზრდა მწვრთნელად ითვლება. იგი 40 წლის გახლავთ და გუნდის წამყვანი ფეხბურთელების დაკარგვის შემდეგ ძალიან რთულ პერიოდში მოუწია და უწევს მუშაობა.

ჯერემი მატიე და ხორდი ალბა ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც სეზონის დასაწყისში ბლაუგრანელებს დიდი პრობლემები შეუქმნეს. ამ პრობლემებმა კი ის მოიტანეს, რომ ის შეხვედრა “მესტალიაზე” ფრედ, 2:2 დასრულდა. როგორც ჩანს, “ბარსასთვის” პრობლემების შექმნა მათ ძალზედ ეამათ, რის გამოც “სამეფო თასის” პირველი შეხვედრა “ბარსასთვის” ძალიან რთული გამოდგა. მატიე ამჟამინდელ კლუბს 2009 წელს, “ტულუზას” დატოვების შემდეგ შეუერთდა. მისი მომხიბლავი შემტევი სტილი და მშვენიერი ფიზიკური მონაცემები კი უნაი ემერის იმისკენ უბიძგებს, რომ ეს ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში დააყენოს–ხოლმე. ხორდი ალბა კი, რომელმაც გარკვეული წლები “ბარსას” აკადემიაში გაატარა, “ვალენსიას” წევრი 2008 წლიდანაა (“ვალენსია ბ”–ს წევრი 2007/8 წლებში). თუმცა, პირველი სეზონი იჯარით, “ჟიმნასტიკში” გაუტარებია. ხორდი ალბა 2011 წელს ესპანეთის ნაკრებში იქნა გამოძახებული. იგი ‘მემარცხეფნალგე’ გახლავთ.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში