10 ნომრიან მაისურს ფეხბურთში განსაკუთრებილი მნიშვენელობა ენიჭება. ამ ნომრით მოთამაშე ფეხბურთელისგან ყოველთვის რაღაც არაორდინალურ ,განსაკუთრებულ და არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს და მოქმედებებს ველით. ფეხბურთის ისტორიაში ამ ნომრით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები აჯადოვებდნენ მილიონობით გულშემატკივარს, თუნდაც მხოლოდ მარადონასა და პელეს გახსენებაა საჭირო იმისთვის, რომ მივხვდეთ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ათიანს ფეხბურთში. ქართველებს ასეთი გვყავდა დათო ყიფიანი , რომელიც მხოლოდ იმ დროისათვის არსებული პოლიტიკური წყობის გამო ვერ დადგა ისეთი ვარსკვლავების გვერდით, როგორებიც იყვნენ ვთქვათ კრუიფი და პლატინი. ამ სტატიაში კი გავიხსენოთ ის “ათიანები”,რომლებიც სხვადასხვა დროს “ბლაუგრანას” რიგებში ირიცხებოდნენ.
1. დიეგო არმანდო მარადონა:ფეხბურთელი, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა მსოფლიო ფეხბურთში. 1982–1984 წლებში თამაშობდა “ბარსელონას” შემადგენლობაში, თუმცა ამ კლუბში მან ვერ მიაღწია იმ შედეგებს, რასაც მისგან მოითხოვდნენ. პირველი, რაც “ბარსელონაში” მარადონას მოღვაწეობის შესახებ მახსენდება (მიუხედავად ბევრი ლამაზად ჩატარებული თამაშისა) ეს არის ჩხუბი “ბილბაოსთან” და ის მძიმე ტრავმა, რომელიც მას გოიკოეჩეამ მიაყენა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ვერ გახდა “ბარსას” საუკეთესო “ათიანი”, არადა იგი მსოფლიოს ყველა დროის სუკეთესო “ათიანად” და ფეხბურთელად არის აღიარებული.
2. რომარიო დე სოუზა ფარია:1993 წელს “ბარსელონამ” “პსვ”–დან რომარიო გადმოიყვანა. უდიდესი ტალანტის მქონე, ძალიან სწრაფი, უნაკლო დრიბლინგის მქონე ფეხბურთელი, რომელმაც პირველივე სეზონში 30 გოლის გატანა შესძლო და დაეხმარა გუნდს პრიმერას მოგებაში. ერთი ერთზე მცველის გაბითურების უზადო შესაძლებლობის გამო გულშემატკივრებმა მას მეტსახელად “ცრუ” შეარქვეს. 1994 წელს მუნდიალზე მისი ბრაზილიის ნაკრები მეოთხედ გახდა ჩემპიონი, რომარიო კი ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამავე წელს იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა “ფიფას” ვერსიით. დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მას უთანხმოება მოუვიდა “ბარსას” ხელმძღვანელებთან, რის გამოც 1995 წელს დატოვა კლუბი და ბრაზილიურ “ფლამენგოს” შეუერთდა.
3. იარი ოლავი ლიტმანენი: 1999 წელს “ბარსელონაში” “აიაქსიდან” გადმოიყვანეს ფინური ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე იარი ლიტმანენი. იმ დროისათვის “ბლაუგრანა” არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ვერც ფინელმა შესძლო კლუბის კრიზისიდან გამოყვანა.”ბარსაში” მოღვაწეობის პერიოდში მან ჩაატარა 21 თამაში და მოახერხა 3 გოლის გატანა, 2001 წელს კი დატოვა კლუბი და ინგლისურ “ლივერპულს” შეუერთდა.(განსაკუთრებული კვალი ლიტმანენს არ დაუტოვებია კატალონიური გუნდის ისტორიაში, მაგრამ იგი ევროპის იმდენად დიდი “ათიანი” იყო, რომ საჭიროდ ჩავთვალე ამ ჩამონათვალში მისი გვარიც მეხსენებინა).
4. რივალდო ვიტორ ბორბა ფერეირა:1997 წელს ბარსელონამ “დეპორტივოდან” შეიძინა რივალდო. უდიდესი ტალანტის მქონე, ტიპიური ბრაზილიელი გამთამაშებელი, რომლისთვისაც არც გოლის გატანა იყო უცხო, ბურთთან მობყრობის დიდოსტატი, საჯრიმოების უზადო შემსრულებელი, ერთ-ერთი საუკეთესო “ათიანი ” “ბარსას” ისტორიაში. დაუვიწყარია მის მიერ გატანილი “მაკრატელა” “ვალენსიას” კარში, რომელმაც “ბარსას” ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუტანა.1999 წელს იგი “ფიფას” ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.”ბარსელონას რიგებში ჩაატარა 157 მატჩი და გაიტანა 86 გოლი. 2002 წელს რივალდომ დატოვა “ბარსელონა “და კონტრაქტი გააფორმა იტალიურ გრანდთან “მილანთან”.
5. რონალდო დე ასის მორეირა (რონალდინიო): “ბარსელონამ” 2003 წელს “პსჟ”–დან შეიძინა ბრაზილიური მარგალიტი რონალდინიო. 2004 და 2005 წლებში იგი ორჯერ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ძალინ სწრაფი და ტექნიკური, არასტანდარტული, უზადო პასის შესრულების განსაკუთრებული უნარი, “ფინტების” მეფე, პუბლიკაზე მოთამაშე და ამავე პუბლიკის უსაყვარლესი ფეხბურთელი, მის მხარდამხარ თამაშობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ სამუელ ეტო, დეკო, ინიესტა,ჩავი, ოდნავ მოგვიანებით მისი ღირსეული მემკვიდრე ლიონელ მესი. სწორედ ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს იმ “ბარსელონას” მშენებლობას, რომელსაც დღევანდელი “ბარსელონა” ჰქვია. დაუვიწყარია მის მიერ გატანილი გოლი ინგლისსი ნაკრების კარში 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.იგი მიეკუთვნება იმ ძალიან იშვიათ ფეხბურთელების რიგს, რომელსაც მთელი “სანტიაგო ბერნაბეუ” ფეხზე წამოუდაგა და ტაშით გააცილა მოედნიდან. “ბარსას” რიგებში ჩაატარა 145 თამაში და გაიტანა 70 გოლი,2008 წელს კი მისი წინამორბედის რივალდოს კვალს დაადგა და გადავიდა “მილანში”.
6. ლიონელ ანდრეს მესი: 2004 წელს ფრანკ რაიკაარდმა სარეზერვო გუნდიდან მთავარ გუნდში დააწინაურა პატარა არგენტინელი ბიჭი ლიონელ ანდრეს მესი. მას არ გასჭირვებია ისეთ ვარსკვლავებში ადგილის დამკვიდრება, როგორებიც იყვნენ რონალდინიო, დეკო, ჩავი, ინიესტა და სხვები. როდესაც “ბარსას” გასვლითი მატჩი ჰქონდა ლონდონში “სტემფორდ ბრიჯზე” “ჩელსის” წინააღმდეგ, სწორედ იქ “გოთვერანმა ბავშმა” (მესსის ერთ–ერთი თიკუნი) აბუჩად აიგდო ლონდონელთა ნაქები დაცვა და ნათელი გახდა,რომ მსოფლიოში მოდიოდა ერთ–ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) “ათიანი”. იგი უკვე შეიძლება, ჩავთვალოთ “ბარსას” ყველა დროის საუკეთესო “ათიანად”. არის ძალიან სწრაფი, ტექნიკური, მიუხედავად მისი გაბარიტებისა ძალინ ძნელია მისი წაქცევა, უჯარიმოდ მისთვის ბურთვსის წართმევა თითქმის წარმოუდგენელია, არ წაართმევ და საოცრებებს ჩაიდენს, ძლერია ბურთის ართმევში, შუძლია როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ და ცენტრში სრულფასოვნად თამაში. ასე მგონია, კარში რომ ჩააყენო ვალდესზე ნაკლები ნამდვილად არ იქნება. იშვიათად იღებს ყვითელ ბარათებს, მსაჯს არ ეკამათება, მოწინააღმდგეს არ ურტყამს, მწვრთნელის მითითებებს ულაპარაკოდ ასრულებს, არ ეწევა, არ სვამს, არ იკეთებს, არ დადის ღამის კლუბებში (არც სასამართლოებში), არ ღალატობს მეგობარ გოგონას, არის “იუნისეფის” კეთილი ნების ელჩი, ეხმარება ავადმყოფ ბავშვებს, მოკლედ არამარტო იდეალური ფეხბურთელი, არამედ ფაქტიურად დიმიტრია გელოვანი. ჯერ არ შესრულებია 25 წელი და უკვე მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ისე იქცევა თითქოს “მეხელენის” სარეზერვო გუნდის წევრი იყოს. საკლუბო დონეზე ყველაფერი მოგებული აქვს, ერთადერთი, რაც მის ბრწყინვალებას ოდნავ ჩრდილს აყენებს და რაც მისი არაკეთილისმსურველების ერთადერთი ხელჩასაჭიდია, ეს არის სანაკრებო წარმატება.მოკლედ სრულყოფილი, იდეალურობამდე მაქსიმალურად მიახლოვებული ფეხბურთელი და პიროვნებაა. ბრავო ლეო!
7.ვინ იქნება შემდეგი?



