workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი, ბუსკეტსი და ადრიანო გუნდთან ერთად

ჩავი, ბუსკეტსი და ადრიანო გუნდთან ერთად

პეპ გვარდიოლას განკარგულებაში დღევანდელ ვარჯიშზე პირველი გუნდის 19 და ”ბარსა ბ”-ს 4 ფეხბურთელი იყო. ”ბარსელონა” აგრძელებს ”ვალენსიასთან” გასამართი შეხვედრისთვის მზადებას.

დღეს დილით ”სიუტატ ესპორტივაზე” 23 ფეხბურთელი ვარჯიშობდა. მათ შორის იყვნენ ჩავი, ბუსკეტსი და ადრიანო, რომლებიც ხუთშაბათს გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობდნენ. პარასკევს ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მიეცათ.

შეგახსენებთ, რომ ჩავი კუნთის ტრამის გამო ხუთშაბათს დარბაზში ვარჯიშობდა, ბუსკეტსი (მუხლის ტრავმა) და ადრიანო (კუნთის ტრავმა) ექიმთან ერთად მოედანზე ასრულებდნენ აღდგენით ვარჯიშებს. დღეს ეს ფეხბურთელები გუნდთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ.

ტელიო, მონტოია, მუნიესა და ბარტრა

პეპ გვარდიოლას განკარგულებაში ფილიალის 4 ფეხბურთელი იყო. ესენი არიან კრისტიან ტელიო, მარტინ მონტოია, მარკ ბარტრა და მარკ მუნიესა. შეგახსენებთ, რომ ”ვალენსიასთან” მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ალვესი და მასკერანო ტოვებენ.

გუნდი შეხვედრამდე ბოლო ვარჯიშს ხვალ, ადგილობრივი დროით 12 საათზე გამართავს. შეხვედრა კი ”ნოუ კამპზე”, 21:30 საათზე დაიწყება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward