მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ციფრები ამბობენ: ”ბარსელონას” შეუძლია ”რეალზე” დაწევა

ციფრები ამბობენ: ”ბარსელონას” შეუძლია ”რეალზე” დაწევა

 – მას შემდეგ, რაც ”ვალენსიამ” დაამყარა პრიმერას რეკორდი ”ნოუ კამპზე” 6 წელი წაუგებლად თამაშის (2001 წლის ოქტომბრიდან 2006 წლის სექტემბრამდე) 4 წელია ზედიზედ მარცხდება კატალონიელებთან.

 – 2000/01 სეზონის ბოლო ტურში ”ბარსელონას” აუცილებლად სჭირდებოდა ”ღამურებთან” 3 ქულის აღება, რათა ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაეკავებინა და ჩემპიონთა ლიგაზე გასულიყო. კატალონიელებმა გამარჯვება რივალდოს ჰეთ-ტრიკის წყალობით მოიპოვეს. გადამწყვეტი გოლი შეხვედრის 88-ე წუთზე ბრაზილიელმა ”მაკრატელა” დარტყმით გაიტანა.

 – პრიმერაში ბოლოს ”ვალენსიამ” გამარჯვება ”ნოუ კამპზე” 2003 წლის 5 ოქტომბერს მოიპოვა (0:1). დავიდ ალბელდა ერთადერთი ფეხბურთელია იმ შემადგენლობიდან, რომელიც ახლაც ”ღამურების” რიგებს იცავს.

 – ”მესტალიაზე” გამართული შეხვედრების ჩათვლით ”ბარსელონა” უკვე 9 მატჩია არ მარცხდება ”ვალენისასთან” (6-3-0). ბოლოს ”ბარსა” 5 წლის წინ, 2007 წლის 18 თებერვალს დამარცხდა (1:2).

 – სამეფო თასის გათამაშებაში ”მესტალიაზე” (1:1) ლეო მესიმ 11 მეტრიანი ვერ გამოიყენა. დიეგო ალვესი ერთადერთი მეკარეა, რომელმაც 11 მეტრიანი ლეო მესის და კრიშტიანო რონალდუს აუღო. პორტუგალიელს მან ”ალმერიაში” თამაშის დროს აჯობა.

 – კატალონიელები პრიმერაში შინ უკვე 29 მატჩია დაუმარცხებელნი არიან (26 გამარჯვება და 3 ფრე). ყველა ტურნირის ჩათვლით ”ბარსა” 47 მატჩია არ მარცხდება ”ნოუ კამპზე” (40 მოგება, 7 ფრე). უკანასკნელად ”ნოუ კამპზე” გამარჯვება ”ერკულესმა” მოიპოვა – 0:2 (2010 წლის 11 სექტემბერი).

 – ხავიერ მასკერანოს გაძევება გასულ ტურში პირველი აღმოჩნდა ”ბარსას” ფეხბურთელებისთვის მიმდინარე სეზონში. ასევე მხოლოდ ერთი გაძევება აქვთ ”რაიო ვალეიკანოს” ფეხბურთელებს.

 – ”ბარსელონამ” 5-ჯერ შეძლო ლიდერთან 7 და უფრო მეტ ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა – სხვა არცერთ გუნდს ეს ერთზე მეტჯერ არ გაუკეთებია.

 – მიმდინარე სეზონში ”ვალენსიამ” მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო პირველ ტაიმში, ერთ-ერთი მათგანი ”ბარსელონას” კარში.

 – ”ღამურებთან” თამაშში საკუთარი კარი ოთხმა მეტოქემ დალაშქრა.

 – პრიმერაში ”ბარსელონას” კარში ”ვალენსიას” შემადგენლობიდან ბოლო 3 გატანილი გოლი პაბლო ერნანდესის ანგარიშზეა ( არ ითვლება ერიკ აბიდალი ავტოგოლი).

 – ”ვალენსიას” თავდამსხმელმა, რობერტო სოლდადომ შეიძლება პრიმერას მიმდინარე სეზონში ყველაზე გრძელვადიანი უგოლო სერია (4 მატჩი) გაიმეოროს, თუკი ”ბარსასთან” გოლს ვერ გაიტანს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში