workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Happy Valentine’s Day (I ნაწილი)

Happy Valentine’s Day (I ნაწილი)

ვალენტინობასთან დაკავშირებით გთავაზობთ სტატიას, რომელიც სულაც არ ეხება საფეხბურთო მატჩებს. ალბათ ყველა თქვენთაგანს აინტერესებს, თუ ვინ არიან ის ქალბატონები, რომლებიც თქვენთვის ესოდენ საყვარელ და სანიმუშო ფეხბურთელების მეორე ნახევრებს წარმოადგენენ. მაშ ასე, დავიწყოთ:

 

1. ხავიერ მასკერანო

 

ჩვენი “ბოსის” მეუღლეს ფერნანდა ჰქვია. წყვილი 2008 წელს დაქორწინდა. მათ ორი შვილი ჰყავთ – ლოლა (დაბადებული 2006 წელს) და ალმა (დაბადებული 2009 წელს). მასკერანო იმდენად ასაიდუმლოებს თავის პირად ცხოვრებას, რომ მისი მეუღლის შესახებ ერთადერთი ისაა ცნობილი, რომ იგი თავს არ გრძნობდა კარგად ლივერპულში და სწორედ ამიტომ ფერნანდამ დიდი როლი ითამაშა ხავიერის “ბარსაში” გადასვლაში.

 

2. დანი ალვეში

ექსტრავაგანტულ ბრაზილიელ გარემარბს ყოფილ მეუღლესთან ორი შვილი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო არდადეგები დინორამ და დანიმ ერთად გაატარეს, ფეხბურთელმა დეკემბერში სახალხოდ განაცხადა, რომ მეუღლეს გაეყარა. Sport-ის ინფორმაციით ყოფილი მეუღლეები ერთმანეთთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ და უფრო მეტიც, დინორა დღემდე განკარგავს დანის გარკვეულ ბიზნესებს.

 

3. ალექსის სანჩესი

ცნობილია, რომ იგი არავის ახედებს თავის პირად ცხოვრებაში და ეს ფაქტი ძალიან აბრაზებს ჩილელებს. ვინაიდან სანჩესი არასდროს საუბრობს თავის მეგობარ გოგონებზე (ზოგადად არაფერზე საუბრობს), პრესამ მისი სახელი არაერთ ქალბატონს დაუკავშირა. ამ ქალბატონების ნაწილმა საკმაოდ კარგი შემოსავალი მიიღო, იძახდნენ რა, რომ “რაღაც” ჰქონდათ სანჩესთან. ასეთი გოგოების რიცხვმა განსაკუთრებით მაშინ იმატა, რაც ჩილელი ფეხბურთელი “ბარსას” წევრი გახდა. მისი მდგომარეობა ძალიან წააგავს ლიონელ მესის არგენტინულ ცხოვრებას. მესისთანაც უამრავ მოდელსა თუ სხვა გამოჩენილ გოგონას აკავშირებდნენ, თუმცა ეს ისტორიები წარსულს ჩაბარდა.

 

4. ჩავი ერნანდესი

მსოფლიოს ერთ-ერთ ამოუცნობ ამოცანად რჩება ის ფაქტი, თუ რატომ არის მსოფლიოს უდიდესი ნახევარმცველი მარტოხელა. ჩავი უამრავი ქალბატონისთვის სასურველ მამაკაცად ითვლება, ამასთან იგი უკვე 32 წლისაა და იმედია, რომ სულ მალე იპოვის  დიდებულ, მოსიყვარულე და გამგებ ქალბატონს, რომელიც მისი ცხოვრების მეგზური გახდება, ივლის მასთან ერთად სოკოს დასაკრეფად (ჩავის ჰობი), და ნახევარმცველის გულში მესამე ადგილს დაიკავებს ფეხბურთის და “ბარსას” შემდეგ.

 

5. იბრაჰიმ აფელაი

აფელაის სახელს დორიენ როუზს უკავშირებდნენ. ეს არის ქალი მრავალმხრივ განვითარებული ნიჭით. მომღერალი, მოდელი და მსახიობი ადრე “ფლეიბოისთვისაც” პოზირებდა. მიუხედავად ამისა, ინტერნეტ სივრცეში ვერსად მიაგნებთ ფოტოს, სადაც ეს წყვილი ერთად იქნებიან აღბეჭდილი, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ იბი მარტოხელაა.

 

6. ისააკ კუენკა და კარმე ტორესი

პეპ გუარდიოლამ თავისი განცხადებით ძალიან საინტერესო ამბავს ახადა ფარდა. “ბარსას” მწვრთნელმა კუენკაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: “გარეგნული თვალსაზრისით კუენკა შეიძლება სულაც არ იყოს პოპულარული გოგოებს შორის.” პეპის განცხადებას ისააკის მეგობარი გოგონა კარმე ტორესი გამოეხმაურა და განაცხადა: “ჩემთვის ის საუკეთესოა”.

 

7. ლიონელ მესი და ანტონელა როკუზო

სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელებისთვის დამახასიათებელი სტანდარტებიდან გამომდინარე, ლეო მესი განსხვავებულია. იგი არაა დაქორწინებული და არც შვილები ჰყავს, თუმცა ქალბატონი, რომელიც სავარაუდოდ ლეოს შვილების დედა გახდება ანტონელა როკუზოა. ანტონელა პროფესიით დიეტოლოგია. მიუხედავად ამისა, იგი მშვიდი სახით უყურებს, თუ როგორ “ტენიან” მესის თავისი ძმის შვილები “პრიგლსებით”. წყვილი ერთმანეთს 2009 წლიდან ხვდება.

 

8. ანდრეს ინიესტა და ანა ორტიზი

პრესის ინფორმაციით ჩვენმა პრინცმა თავისი პრინცესა წლების წინ იპოვა. ანდრესი ანას 2008 წლიდან ხვდება. ანა არის სპეციალისტი პროფესიული მაკიაჟის, თმის ვარცხნილობის, სილამაზისა და ჯანმრთელობის დარგში. 2011 წლის 3 აპრილს ანასა და ანდრესს ქალიშვილი ვალერია შეეძინათ. წყვილი დაქორწინებული არაა, თუმცა ჩვენი ინორმაციით თავიანთ ურთიერთობას ოფიციალურ სახეს 2012 წლის 12 ივლისს მისცემენ.

 

9. პედრო როდრიგესი და კაროლ მარტინი

პედროს მეგობარი გოგონას შესახებ ცოტა რამ თუა ცნობილი. ერთადერთი კაროლზე ის ვიცით, რომ იგი კატალონიელია და პედრო მაშინ გაიცნო, როცა ამ უკანასკნელმა “ლა მასიას” აკადემია დაამთავრა. პრესის ინფორმაციით წყვილი “კამპ ნოუსთან” ახლოს ერთად ცხოვრობს. პედრო არასდროს საუბრობს თავის პირად ცხოვრებაზე.

 

10. ერიკ და ჰაიეტ აბიდალები

წყვილი ლიონში ერთმანეთის მეზობლად იზრდებოდა, თუმცა მათი სასიყვარულო ურთიერთობა გაცილებით გვიან დაიწყო.ალჟირული წარმოშობის ჰაიეტ ქებირმა თავისი ცხოვრება ერიკს მაშინ დაუკავშირა, როცა ეს უკანასკნელი მონაკოს რიგებში გამოდიოდა. ისინი 2007 წლის ზაფხულში დაქორწინდნენ. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ – მელიანა, რომელიც 2004 წელს დაიბადა და კამელია, რომელიც 2006 წელს მოევლინა ქვეყანას.

 

11. პეპ გუარდიოლა და კრისტინა სერა

პეპმა კრისტინა მაშინ გაიცნო, როცა ორივე მათგანი “თინეიჯერი” იყო. წყვილს სამი შვილი ჰყავს: მარია (დაბადებული 2003 წლის 28 დეკემბერს), მარიუსი (დაბადებული 2001 წელს) და ვალენტინა (დაბადებული 2008 წლის 5 მაისს). გუარდიოლას პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი არაა ცნობილი. მას ტიპიური კატალონიური ოჯახი აქვს. კრისტინას ოჯახი მოდის სამყაროსთანაა დაკავშირებული და ისინი რამდენიმე ძვირადღირებულ ბუტიკს ფლობენ კატალონიაში.

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward