workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

”ბარსელონას” პირველი გუნდი უკვე გერმანიაში იმყოფება, სადაც ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის შეხვედრაში ლევერკუზენის ”ბაიერს” დაუპირისპირდება. ტემპერატურა -1 გრადუსია.

დღეს 9:30 საათზე გუნდი ”ნოუ კამპზე” შეიკრიბა და ”ეს პრატის” აეროპორტში გაემართა. თვითმფრინავი გერმანიისკენ 10:30 საათზე გაფრინდა და 1 საათის შემდეგ უკვე ადგილზე იყო. კიოლნში დილით თოვდა, გუნდის ჩაფრენის დროს კი ტემპერატურა -1 გრადუსი იყო. გუნდი აეროპორტიდან სასტუმრო ”Hyatt Recency”-ში გაემართა.

ექსპედიციის წევრები

გუნდის 22 ფეხბურთელთან ერთად გერმანიაში გაემგზავრენ კლუბის პრეზიდენტი, სანდრო როსელი, დირექტორთა საბჭოს წევრები, რამონ პონტი, სილვიო ელიასი, ხოსე რამონ ვიდალ-აბარკა და სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა.

დღის მეორე ნახევარში პრეს-კონფერენცია და ვარჯიში

18:15 საათზე პეპ გვარდიოლა და დანი ალვეში ჟურნალისტებისთვის პრეს-კონფერენციას გამართავენ. ამის შემდეგ, 19 საათზე ”ბარსელონა” ვარჯიშს გამართავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward