ვიქტორ ვალდესი, ისააკ კუენკა, პედრო და ხერარდ პიკე ”ბარსას” წაგებაში რეფერს ადანაშაულებენ. ”ბარსას” ფეხბურთელები ”ჩემპიონთა ლიგაზე” გასამართ მატჩზე ფიქრობენ. ეს მარცხი მათ მალევე უნდა დაივიწყონ.
”ბარსას” კარის დარაჯმა განაცხადა, რომ გუნდმა მხოლოდდამხოლოდ ”ლევერკუნზენთან” გასამართ მატჩზე უნდა იფიქროს”.
პედრო: ”ჩვენ ძალიან სევდიანები ვართ, რაც ეს მარცხის შემდეგ სავსებით ლოგიკურია. ამ მატჩში ჩვენ მეტოქეს მივეცით შანსი ქულები დაგვეკარგად. ეს მართლაც რთული შეხვედრა იყო. გუნდმა მეორე ტაიმი კარგად დაიყო, მაგრამ შედეგით ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ”ლა ლიგაში” 10 ქულა უკვე ბევრს ნიშნავს. ჩვენ ბრძოლას ბოლომდე მაინც გავაგრძელებთ. ”ოსასუნას” ფეხბურთელებმა ძალიან კარგად ითამაშეს პირველი ნახევარი. მეორე ნახევარში ჩვენ შეგვეძლო წონასწორობის აღდგენა, მაგრამ ეს ბოლომდე ვერ მოვახერხეთ.
ისააკ კუენკა: ”ჩვენ ის გუნდი არ ვართ, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას ასე ადვილად დანებდეს. გუნდი კვლავ გააგრძელებს ბრძოლას ბოლომდე. ჩვენ ”ლევერკუნზენთან” მოგებას ვაპირებთ. ხოლო რაც შეეხება გუშინდელ მატჩს, ყოველთვის რთულია სხვის მინდორზე თამაში. ”კამპ ნოუზე” ბალახი ძალიან კარგ მდგომარეობაშია. გუნდის წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი მოედანიც იყო. ეს ყველამ კარგად დაინახეთ, თუ რა ხდებოდა მოედანზე. ალექსის გოლზე:”მე ვერ დავინახე ეს იყო, თუ არა თამაშგარე, მაგრამ ეს სწრაფი კომბინაცია იყო. ასე, რომ დასკვნებს ახლა ვერ გავაკეთებთ.
ხერარდ პიკე: ”ქულების დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზი რეფერი გახლავთ. ”ჩემპიონთა ლიგა” ყველაზე პრესტიჟული ტურნირია. ჩვენ მის მოგებას შევეცდებით ყველანაირად. ჩვენ ჯერ არავის არ ვაძლევთ ”ლა ლიგას”. ყველაფერი წინაა. გუნდს ახლა ჭირდება გულშემატკივრის მხარდაჭერა. ეს ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. მე ვთხოვ ყველას. იყავით ჩვენთან ერთად.
ანდრეს ინიესტა: ”ეს მტკივნეული მარცხი იყო. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. გუნდი ”ჩემპიონთა ლიგისთვის” უნდა მოემზადოს.
ვიდეო
[media=http://www.youtube.com/watch?v=H4EN40GOy6E]



