მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ოსასუნა” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ოსასუნა” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ბარსელონას” მწვრთნელმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ მისი გუნდი პრიმერაში ამჟამად ექსტრემალურ სიტუაციაშია. გვარდიოლას განცხადებით ”რეინო დე ნავარაზე” გასამართი მატჩი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ურთულესი შეხვედრაა.

”ჩვენ ექსტრემალურ სიტუაციაში ვართ და ერთადერთი დადებითი შედეგი გამარჯვებაა. ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ მებრძოლის სულით, ძალით და რწმენით” – განაცხადა გვარდიოლამ ”ოსასუნასთან” გასამართი მატჩის წინ. მწვრთნელმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებს სეზონის დასრულებამდე დანებების საშუალებას არ მისცემს.

პამპლონაში გამგზავრება გუნდს სამეფო თასის ფინალში გასვლის შემდეგ უწევს. გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ფინალში გასვლა ასახავს იმ ძალას, თუ როგორც მოინდომა ტურნირის დაწყებიდან გუნდმა. ”როცა ფინალში გადიხარ ყოველთვის ძლიერდები. ჩვენ დავიწყეთ 6 ტიტულით, მოვიგეთ 3, სამეფო თასზე ფინალში ვართ გასულები და კიდევ 2 ტურნირზე ვიბრძვით სეზონის დასრულებამდე. ჩვენ ვაგრძელებთ სამუშაოს კეთებას, რათა შევინარჩუნოთ ხალხის რწმენა”.

”რეინო დე ნავარა” – რთული მოედანი

გვარდიოლამ ღიად განაცხადა: ”ეს ერთ-ერთი ურთულესი ტესტია, რომელიც მიმდინარე სეზონში უნდა გავიაროთ… ჩვენ იქ 1 თვის წინ ვითამაშეთ თასის მატჩი და გამარჯვება ადვილი არ იყო. ამ სტადიონზე თამაში ყოველთვის გვიჭირს”. მწვრთნელმა ასევე განაცხადა, რომ ის არ იფიქრებს ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მაშინ, როცა ”ოსასუნასთან” მატჩში ძირითადის 11 ფეხბურთელს დაასახელებს. ასევე პეპმა დაამატა, რომ ძალიან დამღლელი იანვრის შემდეგ გუნდი მზადაა: ”იანვარი დატვირთული თვე იყო. ჩვენ დიდებული გუნდების წინააღმდეგ ვითამაშეთ დასვენების გარეშე. ჩვენ მივაღწიეთ მიზანს (თასის ფინალი), გუნდი კარგად ვარჯიშობდა, რაც მე ვნახე ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს”.

პეპმა ასევე ”ოსასუნასთან” მატჩში სერხიო ბუსკეტსის არყოფნაზე ისაუბრა: ”ის მზად არაა. მუხლზე ჭრილობა და ნაკერები კარგად უნდა მოშუშდეს, არ გვინდა რომ რისკის გამო ის 2 ან 3 კვირით დავკარგოთ. ის უკეთაა, დავაკვირდებით მისი ტრავმის განვითარებას და გადავწყვეტთ, წავიყვანოთ თუ არა სერხი გერმანიაში”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში