რამი: ”ამაყი ვარ იმით, რომ ჩემით ”ბარსა” ინტერესდება”

რამი: ”ამაყი ვარ იმით, რომ ჩემით ”ბარსა” ინტერესდება”

გავრცელებული ჭორების თანახმად ”ვალენსიას” ცენტრალური მცველი, ადილ რამი მომავალ სეზონში ”ბარსელონას” გეგმებში შედის.

ფრანგულ პრესასთან მიცემულ ინტერვიუში მცველმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია კატალონიური კლუბის ინტერესის სფეროში მოქცევა.

მე ამბიციური ფეხბურთელი ვარ. ვიცი, რომ შემიძლია გაცილებით უკეთ ვითამაშო და ყოველდღიურად ვმუშაობ, რათა ჩემს პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვიყო. ”ვალენსიაში” ახალი გადასული ვარ და აქ ძალიან კარგი სიტუაცია დამხვდა. ამჟამად სხვა გუნდში წასვლას არ ვგეგმავ” – განაცხადა ფრანგმა.

”მარკას” ცნობით ”ბარსელონა” რამის შეძენას იმ შემთხვევაში შეეცდება, თუ იტალიური ”მილანიდან” ტიაგო სილვას გადმოყვანას ვერ შეძლებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward