”ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ იმედი გამოთქვა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა კლუბთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს, გადმოგვცემს ესპანური პრესა.
ასეთივე სურვილი აქვს კატალონიური კლუბის პრეზიდენტს, სანდრო როსელს, რომელსაც გვარდიოლასთან გრძელვადიანი ხელშკრულების გაფორმება სურს.
”ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ პეპ გვარდიოლა ”ბარსასთან” ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. მე მშვიდად ვარ, რადგან პეპმა კარგად იცის კლუბი, გუნდი და ის, თუ რა სჭირდება ”ბარსელონას”. ამჟამად გვარდიოლა არ ფიქრობს კონტრაქტზე, რადგან კონცენტრირებულია მომდევნო შეხვედრებზე” – განაცხადა ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ.



