workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალური: ოიერმა 2015 წლამდე გაახანგძლივა

ოფიციალური: ოიერმა 2015 წლამდე გაახანგძლივა

 

 დღეს შუადღისას, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ”ბარსა ბ-ს” მეკარე ოიერი გუნდში  2015-წლამდე დარჩება. კონტრაქტის მიხედვით ოიერი 12 მილიონი ღირს. ეს თანხა შემდეგში 30 მილიონამდეც გაიზრდება. ოიერის კომენტარი: ”მე ძალიან მოხარული ვარ ამ გადაწყვეტილებით. ”ბარსაში” უკვე 5 წელია რაც ვარ. ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წუთებია. ჩემთვის ეს დიდი საჩუქარია”. 

 

გარდა ოიერისა ამ ხელშეკრულების განახლებას ესწრებოდნენ ფეხბურთელის აგენტი, ხოსე მარია ბართომეუ, სპორტული დირექტორი და ანდონ სუბუზარეტა.

 

ასევე კონტრაქტის განახლების შემდეგ მან ”Barca Tv-ს’ ინტერვიუ მისცა, სადაც მან განაცხადა: ”ჩემი მიზანი ახლა პირველ გუნდში მოხვედრაა. ვიცი ეს ძალიან გამიჭირდება, რადგან იქ დიდი კონკურენციაა. მე ასევე მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ეს ხუთი წელია გვერდში მიდგას” – დაასრულა ოიერმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward