ფეხბურთელები მატჩის შემდეგ.
სესკ ფაბრეგასი: ”ეს იყო საუკეთესო მატჩი. ჩვენ ამ თამაშს სრული სერიოზულობით მოვეკიდეთ და შედეგიც მივიღეთ. გუნდმა ყველაფერი მოედანზე დაამტკიცა. დღეს ძალიან მშვენიერი საღამოა გუნდისთვის”.
სესკის ანგარიშზე უკვე 15 გოლია. ასევე ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ ისაუბრა ”ბარსას” ახალ გამოწვევებზე. ”ჩვენ ”კოპა დელ რეიზე” მივაღწიეთ უკვე წარმატებას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა ჩემპიონატები. ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევა გველის ”ჩემპიონთა ლიგაზე”. ”ბარსას” კიდევ შეუძლია ტიტულების მოგება.
ისააკ კუენკა: ”ჩვენ ბოლომდე არ ვიცოდით გავიდოდით, თუ არა შემდეგ ეტაპზე. ”ბარსა” დამსახურებულად გავიდა შემდეგ ეტაპზე. მატჩის შემდეგ, გასახდელში ატმოსფერო ძალიან კარგი იყო. ”ბარსასთან” ერთად ჩვენ უფრო მეტს მივაღწევთ.
ალექსის სანჩესი: ”ყველამ ვიცით, რომ ”ვალენსია” ”ბარსასთვის” ძლიერი მეტოქეა. მათთან თამაში ყოველთვის დაძაბულია. მე ყოველთვის მინდა თამაში. მე მოსაგებად ყველაფერს ვაკეთებ მოედანზე. პეპი და ემერი ერთმანეთს ძალიან გვანან. ჩვენ ფინალში დამსახურებულად გავედით და ასევე დასაფასებელია ჩვენი მეტოქის დიდებული თამაში.
პინტო: ”ჩვენ ფინალში დამსახურებულად გავედით, მაგრამ ”ბარსას” წინ კიდევ დიდი გზის გავლა მოგვიწევს. მე ვეცადე კარი მშრალად შემენახა და ეს გამომივიდა კიდევაც. მე ”ბარსას” ძალიან პატარა ნაწილი ვარ.
ვიდეო
[media=http://www.youtube.com/watch?v=lxyvXKOOT8Q]



