workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”ვალენსია”. ემერი მატჩის წინ

”ბარსელონა” – ”ვალენსია”. ემერი მატჩის წინ

უნაი ემერის გუნდს სამეფო თასის ფინალში გასასვლელად მინიმუმ 1 გოლის გატანა მოუწევს ”ნოუ კამპზე”. ”მესტალიაზე” შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ”ეს ჩვენი შანსია და უნდა ვაჩვენოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. ეს ჩვენი ოცნებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მიუხედავად იმისა, ვითამაშებთ თუ არა დაცვით ფეხბურთს ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იქნება” – აღნიშნა ”ვალენსიას” მწვრთნელმა.

ემერის სიტყვებით მისი გუნდი ემზადება, რათა ”რაც შეიძლება ნაკლები სივრცე მისცეს ”ბარსას” ფეხბურთელებს, რომლებიც ყველა შეხვედრაში აკვირვებენ მის ფეხბურთელებს”. მწვრთნელს გუნდის გულშემატკივრების იმედიც აქვს, რომლებიც დაახლოებით ათასი ადამინით იქნებიან წარდგენილნი ”ნოუ კამპზე”.

ემერი დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ ”ბარსას” მიზანია არ გაავრცელოს ცნობა გამოჯანმრთელებულ ფეხბურთელებზე. ”ჩვენ ამ საქმეში ვცილობთ გულსწრფელები ვიყოთ და პრესას ყველაფერი შევატყობინოთ, ჩვენი მეტოქე კი… ამჟამად არ ვიცი ვინ ითამაშებს ჩვენს წიანაღდმეგ. თუკი ეს ინფორმაცია მექნებოდა საქმე გამიადვილდებოდა. ამიტომაც ისინი ამას აკეთებენ, მე მესმის მათი”.

მწვრთნელს ასევე იმის შესახებ სთხოვეს კომენატრის გაკეთება, რომ ”ბარსა” ”მესტალიაზე” მოედნის საფრის მდგომარობით უკმაყოფილო იყო: ”მატჩამდე ერთი დრით ადრე მათ მოედნის შესახებ შეკითხვები დაგვისვეს. ჩვენ ის ვუთხარით, რაც იყო. ჩვენ არ მოგვიწრყავს და არ გაგვიკრეჭია ბალახი. ისინი საკუთარ მოედანს ისე მოამზადებენ, როგორც სურთ. ”ბარსელონა” დიდებული გუნდია, მაგრამ მცირე საკითხების გამო ამის გაფუჭება შეუძლიათ. ჩვენი დადანაშაულება არ ღირს” – განაცხადა მან.

”ვალენსიას” მწვრთნელმა აღიარა, რომ არ იცის როგორ გააჩეროს ლეო მესი: ”ამის გაკეთება ბევრს არ შეუძლია. მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. არ მჯერა, რომ ის ფორმაში არაა”.

როცა ემერის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა ჟერემი მატიე მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე მან უპასუხა: ”მატიე მარჯვენა ფლანგზ ითამაშებს, მაგრამ ეს არავის უთხრათ”.

საუბრის დასასრულს კი ბასკმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ არ აპირებს მსაჯზე ზეწოლას იმის გამო, რომ ”ის ”ვალენსიას” დაეხმაროს ან მეტოქეს ავნოს. მსაჯების სამუშაო არც ისე ადვილია. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო იქნებოდა ის, რომ დაგვემარცხებინა ”ბარსელონა”, რომლის სასარგებლოდაც შეცდა მსაჯი”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward