– თასზე 15 შეხვედრის შემდეგ ”ბარსელონამ” 9-ჯერ მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა. ბოლო ორი შეხვედრის შემდეგ გაამრჯვებული ”ვალენსია” იყო.
– ”ვალენსიამ” ფინალში გასასვლელად ”ბარსელონა” 2007/08 და 1998/99 სეზონებში დაამარცხა.
– ამ გუნდებმა სამეფო თასის 1/2 ფინალში 5-ჯერ ითამაშეს. ”ბარსა” შემდეგ ეტაპზე 3-ჯერ გავიდა, ”ვალენსია” 2-ჯერ.
– 7 შემთხვევიდან 5-ჯერ ”ბარსა” შემდეგ ეტაპზე გავიდა მაშინ, როცა 1/2 ფინალის პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა.
– მიმდინარე სეზონში ”ბარსამ” 3 გოლი გაუტანა ”ვალენსიას”. პრიმერაში პედრომ და სესკმა, თასზე კარლეს პუიოლმა.
– მიმდინარე სეზონში გუნდები 2-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე მატჩი ფრედ, 2:2 და 1:1 დასრულდა.
– გვარდიოლამ ამ შეხვედრებში 5 ცვლილება გააკეთა. მხოლოდ სესკმა, პუიოლმა, მესიმ, მასკერანომ, ბუსკეტსმა და აბიდალმა მიიღეს მონაწილეობა ორივე მატჩში.
– უნაი ემერის გუნდები 4-ჯერ ჩავიდნენ ”ნოუ კამპზე” სათამაშოდ და ის ყველა შეხვედრაში დამარცხდა.
– უნაი ემერის გუნდების წიანაღდმეგ ”ნოუ კამპზე” თამაშისას ”ბარსამ” 4 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და გაუშვა მხოლოდ 1.
– ბოლოს ”ვალენსია” ”ნოუ კამპზე” გასული სეზონის ადრეულ ეტაპზე ჩავიდა. ”ბარსამ” 2:1 მოიგო. გოლები ანდრეს ინიესტას და კარლეს პუიოლი ანგარიშზეა. პირველი ტაიმის შემდეგ ”ბარსა” მარცხდებოდა.



