მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
INAC Kobe “ბარსას” ვარჯიშს დაესწრო

INAC Kobe “ბარსას” ვარჯიშს დაესწრო

 იაპონური კლუბი, “ფიფას” 2011 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელი ქალი ფეხბურთელის ხელმძღვანელობით, “ბარსელონას” ვარჯიშს დაესწრო. ჩავიმ “ბარსას” მაისური გადასცა ემოციებისგან აღელვებულ ჰომარე საუას.

 

INAC Kobe, რომლის შემადგენლობაშიც შვიდი მსოფლიოს ჩემპიონი ირიცხება, ტურნეს ფარგლებში “ბარსელონას” ბაზას ეწვია და ვარჯიშს დაესწრო.

 

ქალი ფეხბურთელები, რომლებმაც რამდენიმ დღის წინ “მინიესტადიზე” თამაში გამართეს, “ბარსას” ფეხბურთელებს ემოციებით შეეგებნენ და მათ საპატიო დერეფანი გაუკეთეს.

 

2011 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელი ქალი ფეხბურთელი ჰომარე საუა თავის რჩეულს შეხვდა. საუა აღფრთოვანებას ვერ მალავდა ჩავი ერნანდესის მიმართ. რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში მან ჩავი ასე დაახასიათა: “ფეხბურთელი, რომელიც ძალიან მომწონს. მას აქვს ბურთის კონტროლის არაჩვეულებრივი მანერა და შესანიშნავი გადაცემა. ის არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისი გუნდისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არც დიდია და არც ძალისმიერი ფეხბურთელია. ის სასწაულებრივია.” ჰომარემ ჩავის შოკოლადისგან გაკეთებული “ოქროს ბურთი” გადასცა სახსოვრად, საპასუხოდ კი “ბარსას” მაისური მიიღო.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=4GHUS0ms1iA]

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში