მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

შემდეგ კვირას ”ბარსელონას” ელის სამეფო თასოს განმეორებითი მატჩი ”ვალენსიასთან” და პრიმერას მორიგი ტურის გასვლითი მატჩი პამლონაში, ადგილობრივ ”ოსასუნასთან”.

ფეხბურთელები ვარჯიშს ორშააბთს განაახლებენ. ისინი კონცენტრირებულნი იქნებიან ოთხშაბათს, ”ნოუ კამპზე” ”ვალენისასთან” გასამართ შეხვედრაზე. სამეფო თასის რთული 1/2 ფიანლური შეხვედრის შემდეგ გუნდს ელის გასვლითი მატჩი ”რეინო დე ნავარაზე”, ”ოსასუნასთან”. 3 დღეში კი ჩემპიონთა ლიგის გასვლითი მატჩი ლევერკუზენის ”ბაიერთან”.

პირველი ვარჯიში ორშაბათს, დილის 11 საათზე ჩატარდება და მისი დასრულებისთანავე ხავიერ მასკერანო პრეს-კონფერენციას გამართავს. დღის გამოსარჩევი მოვლენა კლუბის სპორტული კონპლექსის ავტოტრასაზე მოხდება, სადაც ფეხბურთელები ახალ ”Audi Q3” მანქანებს ტესტირებას ჩაუტარებენ.

სამშაბათს ღამის ვარჯიში

სამშაბათს ფეხბურთელები 18 საათზე ივარჯიშებენ. პეპ გვარდიოლა სესიის შემდეგ პრეს-კონფერენციას გამართავს. მატჩამდე უკანასკნელი ვარჯიში ოთხშაბათს, 11:30 საათზე ჩატარდება. ამის შემდეგ ფეხბურთელები ერთად ისადულებენ და დაიშლებიან 19:15 საათამდე, როცა გუნდი ”ნოუ კამპზე” შეიკრიბება.

მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება ”ვალენსიასთან” მატჩში გუნდი ვარჯიშს ხუთშაბათს, შუადღით გამართვას. პარასკევის სესია დილის 11 საათზე გაიმართება. გუნდი პამპლონაში შაბათს გაემგზავრება. ”ოსასუნასთან” მატჩის დასრულების შემდეგ გუნდი ბარსელონაში დაბრუნდება და სამშაბათს, ლევერკუზენის ”ბაიერთან” გასამართი შეხვედრისთვის მოემზადება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში